აბდელმაჯიდ ტებუნი (არაბ. عبد المجيد تبون‎; დ. 17 ნოემბერი 1945, მეშარია) — ალჟირელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2019 წლის 19 დეკემბრამდე ალჟირის პრეზიდენტი. 2017 წლის 25 მაისიდან 16 აგვისტომდე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ორჯერ ეკავა საბინაო მშენებლობის მინისტრის თანამდებობა.

აბდელმაჯიდ ტებუნი
აბდელმაჯიდ ტებუნი
ალჟირის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა19 დეკემბერი, 2019
წინამორბედიაბდელქადერ ბენსალაჰი

ალჟირის პრემიერ-მიინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მაისი, 2017 – 16 აგვისტო, 2017
წინამორბედიაბდელმალექ სელალი
მემკვიდრეაჰმედ უიაჰია

დაბადებული17 ნოემბერი, 1945 (1945-11-17) (74 წლის)
მეშერია, ალჟირი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1945 წლის 17 ნოემბერს ალჟირის ქალაქ მეშერიაში. 1965 წელს დაასრულა ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა. 1991 წლიდან 1992 წლამდე იყო ქალაქ ალჟირის მუნიციპალური მთავრობის მინისტრ-დელეგატი. 1999-2000 წლებში მუშაობდა ალჟირის მთავრობაში კომუნიკაციისა და კულტურის მინისტრად, ხოლო 2000-2001 წლებში კვლავ სახელმწიფო სამსახურშია[1][2].

2001 წლიდან 2002 წლამდე და 2012-2017 წლებში ეკავა საბინაო მშენებლობის მინისტრის თანამდებობა. 2017 წლის 25 მაისს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად[3][4], მაგრამ ამავე წლის 16 აგვისტოს გადააყენეს. ამის მიზეზი იყო სახელმწიფო კონტრაქტების განაწილების გადამოწმების მცდელობა[5].

2019 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და მიაღწია წარმატებას. 2019 წლის 19 დეკემბერს ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა[6].

სქოლიორედაქტირება