ლევან აბაშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, ლევან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ლევან გიორგი-მალაქიას ძე აბაშიძე ( გ. 14 დეკემბერი, 1757) — თავადი, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი-მალაქია აბაშიძის ვაჟი. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V-ის მეუღლე და სოლომონ I-ის დედა. მეთაურობდა დიდგვაროვანთა ჯგუფს, რომელმაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონმა ტახტი დაიბრუნა, შეთქმული თავადები დასაჯა, აბაშიძეს კაცხის ციხე წაართვა. აბაშიძე დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბურჯანაძე შ., სოლომონ I მეფობის პირველი პერიოდი (1752-1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41