აბასთუმნის მემორიალი

არქიტექტურული და მემორიალური ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმა

აბასთუმნის მემორიალი — არქიტექტურული და მემორიალური ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აღმართეს 1980-იან წლებში მდინარე ოცხეს მარჯვენა ნაპირზე, მდინარეების ოცხისა და კურცხანის შეერთების ადგილას. მონუმენტი დაახლოებით 5-6 მეტრის სიმაღლისაა. რკინა-ბეტონის სვეტზე ქვის ნათალი და დამუშავებული რელიეფური ფილებისაგან 5 რეგისტრადაა დაყოფილი. პირველ რეგისტრში ღვთისმშობელია ჩვილი იესოთი გამოსახული, ქვედა 3 რეგისტრში მეფეები არიან, ქვედა მე-5 რეგისტრში ილია ჭავჭავაძე და მის გვერდით 2 საყვირიანი ადამიანი, ხოლო მთელ სიგრძეზე ვაზის მტევნები და ზოგადად ვაზია. მონუმენტის შუა ცენტრალურ ადგილას კი წმინდა ნინოა გამოსახული ვაზის ჯვრით.

აბასთუმანი, მემორიალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20159