აბარიზი ამირზ, აჯრაზი — ისტორიული სოფელი გურჯისტანის ვილაიეთის ოლთისის ლივის გობის ნაჰიეში. სოფელი მოხსენიებულია 1574 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“.

სოფელში ცხოვრობდა 8 კომლი. აქედან გადასახადების ჩამონათვალის მიხედვით 3 იფენჯის გადამხდელი იყო ანუ ქრისტიანი, ხოლო 5 - ბენაქისა და მუჯერედის. თუმცა კომლობრივი ჩამონათვალის მიხედვით ისფენჯის გადამხდელი მოხოლოდ ერთია და დანარჩენზე მიწერილია მუსლიმანი (ოთხზე) და ბენაქი (სამზე). კომლთა უფროსების გარკვეულ ნაწილს ერქვა ქართველებისათვის, ქრისტიანებისათვის დამახასიათებელი სახელი: გიორგი, იოსკა, მიქელა. მამის სახელად გვხვდება: მიქელ. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანებზე გაწერილი გადასახადების ჯამური რაოდენობით სოფელი პირველ ადგილზეა ნაჰიეში.

წლიური გადასახადების ჯამი შეადგენდა 3990 ახჩას. სამეურნეო გადასახადებზე მოდიოდა 3780 ახჩა, რაც ჯამური გადასახადის საერთო რაოდენობის 95%-ია. ამ მხრივ იგი პირველ ადგილზე იყო ნაჰიეში.

მეურნეობის ძირითად დარგს წარმოადგენდა მემარცვლეობა (სამეურნეო გადასახადის საერთო რაოდენობის 80%). ამასთან იგი ნაჰიეში პირველ ადგილზე იყო ხორბალსა და ჭვავზე გადასახადებით. დაწინაურებული იყო აგრეთვე მებოსტნეობა, მეცხოველეობა (მსხვილფეხა პირუტყვი), მეფუტკრეობა (თითქმის 5%). გადასახადების რაოდენობით ირკვევა, რომ მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობა მნიშვნელოვანი დარგები იყო, რითაც იგი განსხვავდება გობის ნაჰიეს სოფლების უმეტესობისაგან. მათზე მოდიოდა სამეურნეო გადასახადის (მემარცვლეობის გამოკლებით) საერთო რაოდენობის თითქმის თანაბარი წილი (38%, 32% და 30% შესაბამისად).

აბარიზის მეურნეობა („გურჯ. დავთ. - 1574“)
გადასახადი ქილა ახჩა ახჩა ერთ
კომლზე
%
1 ხორბალი 200 1600 200,0 40
2 ქერი 200 1200 150,0 30,1
3 ჭვავი 100 60 7,5 1,5
4 ფეტვი 40 240 30,0 6,0
5 ბოსტანი 200 25,0 5,0
6 თივა 260 32,5 6,5
7 ფუტკარი 220 27,5 5,5
8 ისფანჯი (3 კომლი) 75 25,0 1,9
9 ბენაქი (3 კომლი) მუჯერედი (2 კომლი) 66 13,2 1,7
10 დეშთიბანი 15 1,9 0,4
11 ბადიჰავა, არუსანე 54 6,8 1,4
ჯამი/
საშუალო
540 3990 47,2 100

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. ნიკოლაიშვილი, დ. სართანია, ა. უჯმაჯურიძე, დ. კირთაძე, მ. კვეტენაძე. მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", თბ., უნივერსალი, 2021, გვ. 1423