აბანო (მდინარე)
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
აბანო — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სტორის (ალაზნის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 6 კმ. აუზის ფართობი 25 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაზაფხულზე იცის მცირე წყალდიდობა. ზაფხულსა და შემოდგომაზე — წყალმოვარდნები.
აბანო | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | კახეთის მხარე |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°16′20″ ჩ. გ. 45°30′32″ ა. გ. / 42.272222° ჩ. გ. 45.508889° ა. გ. |
შესართავი |
სტორი 42°15′19″ ჩ. გ. 45°29′26″ ა. გ. / 42.255389° ჩ. გ. 45.490611° ა. გ. |
სიგრძე | 6 კმ |
აუზის ფართობი | 25 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 15.