აბაკუმი

(გადამისამართდა გვერდიდან აბაკუმ პეტროვიჩი)

აბაკუმი (აბაკუმ პეტროვიჩი; დ. 25 ნოემბერი (5 დეკემბერი), 1620, გრიგოროვო, ნიჟეგოროდის მაზრა — გ. 14 (24) აპრილი1682, პუსტოზიორსკი) — დეკანოზი, რუსი ძველმართლმადიდებლების მამამთავარი, მწერალი. გაილაშქრა პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმების წინააღმდეგ, რისთვისაც 1653 წელს ციმბირში გადაასახლეს. ოფიციალურ ეკლესიასთან შესარიგებლად 1663 წელს მოსკოვში დააბრუნეს, მაგრამ თავისი შეხედულებები არ უარყო და 1664 წელს კვლავ გადაასახლეს. 1666 წელს საეკლესიო კრებამ აბაკუმი შეაჩვენა და ღირსება ახადა; 1667 წელს მესამედ გადაასახლეს. 1682 წელს მეფის ბრძანებით უახლოეს თანამოაზრეებთან ერთად დაწვეს. თავისი დროის გამოჩენილი მწერალი იყო. მთლიანობაში მიეწერება 43 თხზულება. მისი ცნობილი თხზულებებია „საუბრების წიგნი“, „განმარტებათა წიგნი“, „ცხოვრება დეკანოზ აბაკუმისა“ (1672-1675 შორის) და სხვ. აბაკუმის „ცხოვრება...“ მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი და ძველი რუსული პროზის შესანიშნავი ნიმუშია, დაწერილია ცოცხალი, ხატოვანი ენით.

აბაკუმი
დაიბადა 20 ნოემბერი, 1620(1620-11-20)[1] [2]
გრიგოროვო[1]
გარდაიცვალა 14 აპრილი, 1682(1682-04-14)[3] [2] (61 წლის)
პუსტოზიორსკი[1]
მოღვაწეობა მღვდელი[1] , მწერალი[1] და მკვლევარი[1]
ენა რუსული ენა[1]
ცნობილი ნაშრომები დეკანოზ აბაკუმის ცხოვრება

ეკუთვნის ბაიკალის ტბის ერთ-ერთი პირველი აღწერა. დაურიიდან დაბრუნებისას, 1662 წელს გადაცურა ბაიკალი და აღწერა იგი მხატვრული თვალსაზრისით. მისი ავტობიოგრაფიული „ცხოვრება დეკანოზ აბაკუმისა“ რუსულად გამოიცა თარგმნილია ქართლ ენაზე (1987).

თხზულება

რედაქტირება
  • Житие протопопа Аввакума, им самим написанное, и др. его соч., М., 1960.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 13.
  • რუსული ლიტერატურის ისიტორია, თბ. 1960;
  • Гудзий Н. К., История древней русской литературы, 7 изд., М., 1966;
  • Робинсон А. Н., Жизнеописания Аввакума и Епифания, М., 1963.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება