აბაზაძეები
აბაზაძეები — ქართული გვარი. ძირითადად გავრცელებულია სურამში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), თბილისში, ქუთაისში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და სხვ.[1] საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი „აბაზა“. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მოიაზრება; გიორგი ახვლედიანის მითითებით, „აბასთუმანი“ აბაზაძეთა უბანს უნდა აღნიშნავდეს. ამავე ძირისაა გვარი აბაზაშვილი.
1995 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა 550 აბაზაძე.[1] 2019 წელს ფიქსირდება 500.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე, ი., ქართული გვარსახელები, გვ. 15, თბ., 1990.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სილაგაძე ა., თოთაძე, ა, გვარ-სახელები საქართველოში, გვ. 15, თბ., 1997.
- ↑ საინტერესო სტატისტიკა დაარქივებული 2020-05-24 საიტზე Wayback Machine. — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო