აამსთა
აამსთა (აფხ. а́амсҭа) — ფეოდალური კლასის წარმომადგენელი ძველ აფხაზეთში, შეესაბამება გვიანდელი ფეოდალური პერიოდის ქართულ აზნაურს. განასხვავებდნენ აჰიამსთას — (აჰ — მთავარი) — ტახტის აზნაურებს და ათაუადიამსთას — თავადთა აზნაურებს. ტაპანთელი აბაზების ჯგუფში არსებობდა კატეგორია აამისთა-დუ (სიტყვასიტყვით — დიდი აზნაური).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
- ზ. ანჩაბაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 9.
- Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии в XIX в., Сух., 1958
აამსთა ვიქსიკონში |