WikiLeaks
WikiLeaks — საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური[3][4][5] ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს.[6] მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს[7]. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1,2 მილიონ დოკუმენტს.[8]
WikiLeaks | |
---|---|
WikiLeaks-ის ლოგო | |
საიტი | wikileaks.org |
სლოგანი | ჩვენ გავხსნით მთავრობებს |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | დოკუმენტების არქივი |
რეგისტრაცია | არა |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
მფლობელი | Sunshine Press |
შემქნელი | ჯულიან ასანჟი |
გაეშვა | 4 ოქტომბერი, 2006[1] |
Alexa-ს რეიტინგი | 4855 (აგვისტო, 2016)[2] |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი.
WikiLeaks-ს 2008 წელს მიღებული აქვს Economist magazine-ის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ახალ მედია-საშუალებებს; ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ჯილდო პუბლიკაციისთვის: „კენიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, 2009 წელს; 2010 წელს კი გაზეთმა New York Daily-მ WikiLeaks დაასახელა იმ ვებ-გვერდებს შორის, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალონ ახალი ამბები.
2010 წლის აპრილში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავდა 2007 წელს მომხდარ ინციდენტს, სადაც აშშ-ს სამხედროები ხოცავენ მშვიდობიან ერაყელებს. ამავე წლის ივლისში გამოაქვეყნა „ავღანეთის ომის დღიური“, რომელიც წარმოადგენდა 76,900 დოკუმენტის კომპილაციას ომის შესახებ.[9] ეს დოკუმენტები მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ოქტომბერში, მსხვილ მედია-ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოქვეყნდა 400 000 დოკუმენტი, სახელწოდებით „ერაყის ომის ჩანაწერები“.
თავდაპირველად WikiLeaks დაგეგმილი იყო მომხმარებელთა მიერ რედაქტირებად ვებ-გვერდად, მაგრამ ჩამოყალიბდა ტრადიციული ფორმით. მას არ აქვს მომხმარებელთა კომენტარების ფუნქცია. სახელწოდების მსგავსების მიუხედავად მას არაფერი აქვს საერთო ვიკიპედიასთან. ორივე რესურსის სახელწოდება დაკავშირებულია ჰავაურ ენასთან, რომელზედაც wiki ნიშნავს „სწრაფს“, Leaks-ი კი ინგლისურად ნიშნავს „გაჟონვას“ – ანუ wikiLeaks-ი ნიშნავს „სწრაფად გამოჟონილ [ინფორმაციას]“. ორგანიზაციის სლოგანია „ჩვენ გავხსნით მთავრობებს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ampie, Guillermo Fernandez (20 ოქტომბერი, 2010). „Wikileaks and Freedom of the Press“. Havana Times. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - Assange, Julian (2012). Cypherpunks: Freedom and the Future of the Internet. OR Books. ISBN 978-1-939293-00-8.
- Sifry, Micah L. (2011). WikiLeaks and the Age of Transparency. OR Books. ISBN 978-1-935928-31-7. დაარქივებული 2011-11-07 საიტზე Wayback Machine.
- Star, Alexander (2011). Open Secrets: WikiLeaks, War and American Diplomacy. The New York Times. ISBN 978-0-615-43957-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- WikiLeaks Facebook-ზე
- WikiLeaks და პრესის თავისუფლება გულერმო ფერნანდეს ემპი Havana Times, 20 ოქტომბერი 2010 წელი.
- WikiLeaks მსოფლიოს წინააღმდეგ. ბერლინის კონგრესი, 25 დეკემბერი 2008 წელი ონლაინ ფლეშ ვიდეო დაგადმოტვირთვა მაღალი რეზოლუციით
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wikileaks Mirrors. WikiLeaks (24 აგვისტო, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-11. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2012.
- ↑ Wikileaks.org Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2016.
- ↑ By David Dishneau The Associated Press. Harvard prof may be defense's last witness at WikiLeaks trial | Army Times. armytimes.com. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ curmudgeonvt. (10 July 2013) Pentagon Agreed: WikiLeaks a Journalistic Outlet - News from Antiwar.com. News.antiwar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.
- ↑ Global journalists' union supports Wikileaks. Alliance.org.au (16 ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.
- ↑ Editors, The (16 აგვისტო, 2012). „WikiLeaks – The New York Times“. Topics.nytimes.com. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link) - ↑ Chatriwala, Omar. (5 აპრილი, 2010) WikiLeaks vs the Pentagon. Al Jazeera blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2011.
- ↑ Wikileaks has 1.2 million documents?. WikiLeaks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2008.
- ↑ „WikiLeaks to publish new documents“. MSNBC. Associated Press. 7 აგვისტო, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-05. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)