Weird Fishes/Arpeggi
Weird Fishes/Arpeggi — ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა ალბომიდან In Rainbows. სიმღერის ორიგინალური სახელწოდება იყო Arpeggi. ორმაგი სახელწოდება მომდინარეობს სიმღერის ტექსტიდან - I get eaten by the worms/And weird fishes (მე მჭამენ ჭიები/და შეშლილი თევზები) და იტალიური სიტყვის ’არპეჯიო’ მრავლობითი რიცხვიდან.
სიმღერა პირველად შესრულდა ჯონი გრინვუდის და ტომ იორკის მიერ, 2005 წელს, ატმოსფერული სიმებიანი კომპოზიციის სახით, ნაზარეთის ორკესტრის თანხლებით.
2006 წელს სიმღერა იქნა შეცვლილი და მიიღო უფრო რითმული სახე. ჯგუფმა იგი პირველად შეასრულდა კოპენჰაგენში, 2007 წელს. 2007 წლის 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ იგი ასევე შეტანილი იქნება შემდეგ სტუდიურ ალბომში. ალბომის ვერსია ახლოს არის 2006 წელს წარდგენილთან, რომელშიც ფილ სელუეი დასარტყამებზეც უკრავს, მაგრამ 2005 წლის ვერსიასთან ატმოსფერული ჟღერადობით უფრო მეტი საერთო აქვს.
2006 წლის ტურის შემდეგ სიმღერის სტრუქტურა შეიცვალა. უკანასკნელი სტრიქონები გადატანილი იქნა იმ სექციის წინ, სადაც დასარტყმელი საკრავები ჟღერს.
ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ შედგენილ 2007 წლის საუკეთესო სიმღერების სიაში Weird Fishes/Arpeggi იყო #17 ადგილზე.