En attendant Cousteau
En attendant Cousteau (იგივე Waiting for Cousteau) — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1990 წლის, მეათე სტუდიური ალბომი. იგი ეძღვნება ჟაკ კუსტოს და გამოიცა კუსტოს 80-ე დაბადების დღეს (1990 წლის 11 ივნისს). ალბომის სახელწოდება არის სემუელ ბეკეტის პიესის, გოდოს მოლოდინში სახელის შეცვლილი ვარიანტი.
En attendant Cousteau | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 11 ივნისი 1990 | |||
ჟანრი | ნიუ ეიჯი, ემბიენტი, მინიმალისტური მუსიკა, ელექტრონიკა, სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 69:00 | |||
ლეიბლი | Disques Dreyfus | |||
პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |||
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
ალბომის პირველ ნახევარს იკავებს მინი ციკლი „Calypso“, ხოლო „En attendant Cousteau“, დისკის მეორე ნახევარზე მოთავსებული კომპოზიცია, არის 46-წუთიანი თავისუფალი ინსტრუმენტული პიესა, რომელიც უფრო ემბიენტის ჟანრის არის.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა კომპოზიციის ავტორი - ჟან-მიშელ ჟარი.
CD გამოცემა
რედაქტირება# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Calypso Part 1“ | 8:24 |
2. | „Calypso Part 2“ | 7:10 |
3. | „Calypso Part 3 (Fin de Siècle)“ | 6:28 |
4. | „En attendant Cousteau“ | 46:55 |
გრამფირფიტის გამოცემა
რედაქტირებამხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Calypso Part 1“ | 8:24 |
2. | „Calypso Part 2“ | 7:10 |
3. | „Calypso Part 3 (Fin de Siècle)“ | 6:28 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „En attendant Cousteau“ | 22:00 |
კომპოზიციების შესახებ
რედაქტირებასასათაურო კომპოზიცია არის ემბიენტური სტილის. იგი ასევე გამოიყენებოდა გამოფენაზე Concert d'Images - ბევრად უფრო ვრცელი სახით. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ამ კომპოზიციის მოკლე ვერსიის პრომო-სინგლის სახით გამოცემა. ვინილის ფირფიტებსა და აუდიოკასეტებზე მისი ხანგრძლივობა სულ 22 წუთია.
სრულ ვერსიას ჟარი დრო და დრო იყენებდა ამა თუ იმ კონცერტის შესავალში.
ალბომის პირველ პრომო-დისკებზე სასათაურო კომპოზიციას „Cousteau on the Beach“ ეწოდებოდა, მაგრამ ჟაკ-ივ კუსტო თვლიდა, რომ სანაპიროები გარემოს დაბინძურებას ემსახურება, ამიტომ სათაური შეცვლილი იქნა.
სასათაურო კომპოზიცია ასევე გამოყენებული იქნა ჟაკ-ივ კუსტოს დოკუმენტურ ფილმში Palawan : Le Dernier Refuge.
პერსონალი
რედაქტირება- ჟან-მიშელ ჟარი – კლავიშებიანი საკრავები
- The Amoco Renegades – ლითონის დოლები (Calypso)
- გაი დელაკრუა - ბას გიტარა (Calypso)
- კრისტოფ დეშამსი - დასარტყმელი საკრავები (Calypso)
- მიშელ გეისი - კლავიშები
- დომინიკ პერიე - კლავიშები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Waiting for Cousteau საიტზე Discogs
- Waiting for Cousteau[მკვდარი ბმული] საიტზე JarreUK
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brenholts, Jim. Allmusic review. Allmusic. All Media Guide. ციტირების თარიღი: 2011-06-15.