ჟაკ-ივ კუსტო
(გადამისამართდა გვერდიდან ჟაკ კუსტო)
ჟაკ-ივ კუსტო (ფრანგ. Jacques-Yves Cousteau; დ. 11 ივნისი, 1910 — გ. 25 ივნისი, 1997) — ფრანგი საზღვაო ოფიცერი, მკვლევარი, კონსერვაციონისტი, კინორეჟისორი, გამომგონებელი, მეცნიერი, ფოტოგრაფი, რომელიც სწავლობდა ზღვას და სიცოცხლის ყველა ფორმას წყალში. მან გააუმჯობესა აკვალანგი და გზა გაკაფა ზღვის კონსერვაციისკენ. ამავე დროს კუსტო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო. იგი ასევე ცნობილია როგორც „კომენდანტი კუსტო“ ან „კაპიტანი კუსტო“.
ჟაკ-ივ კუსტო | |
---|---|
მშობლიური სახელი | Jacques-Yves Cousteau |
დაბადების თარიღი |
11 ივნისი, 1910 სენ-ანდრე-დე-კუბზაკი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
25 ივნისი, 1997 პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
პროფესია | ოკეანოლოგია |
კუსტომ 1943 წელს ემილი განიანთან ერთად გააუმჯობესა და მოსინჯა აკვალანგი.