Vigil in a Wilderness of Mirrors (ინგლ. სიფხიზლე სარკეების უდაბნოში) — მუსიკოს და ვოკალისტ ფიშის პირველი სოლო-ალბომი, გამოცემული 1990 წელს, მისი ჯგუფ Marillionდან წასვლის შემდეგ. ალბომი დასრულებული იქნა 1989 წლის ივნისში, მაგრამ კომპანიამ EMI მისი გამოსვლა გადადო Marillion-ის ახალი ალბომის Seasons End გამოცემის გამო (1989). მიუხედავად ამისა, სიმღერა „State of Mind“ გამოვიდა სინგლის სახით, 1989 წლის 16 ოქტომბერს.

Vigil in a Wilderness of Mirrors
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 1989
ჩაიწერა 29 იანვარი, 1990
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 50:38
ლეიბლი EMI Records
პროდიუსერი ჯონ კელი
ფიში — ქრონოლოგია
Vigil in a Wilderness of Mirrors
(1989)
Internal Exile
(1991)
სინგლები ალბომიდან Vigil in a Wilderness of Mirrors
  1. „State of Mind“
    გამოცემის თარიღი: 16 ოქტომბერი 1989
  2. „Big Wedge“
    გამოცემის თარიღი: 27 დეკემბერი 1989
  3. „A Gentleman's Excuse Me“
    გამოცემის თარიღი: 5 მარტი 1990
  4. „The Company (მხოლოდ გერმანია)“
    გამოცემის თარიღი: 18 ივლისი 1990
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]

ეს არის ფიშის ერთადერთი ალბომი, რომელიც გამოსცა ლეიბლმა EMI და ერთადერთი მის კარიერაში, რომელიც კომერციულად დიდი წარმატებით სარგებლობდა. 1990 წლის თებერვალში ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #5 ადგილზე. სინგლები (State of Mind, Big Wedge. Gentleman's Excuse Me) ჩარტში #32 პოზიციას არ გასცდნენ.

ალბომი იწერებოდა სტუდიაში Townhouse (ლონდონი), 1989 წლის პირველ ნახევარში. მისი პროდიუსერია ჯონ კელი.

 
მარკ უილკინსონის ნახატის სრული ვერსია

ალბომის გარეკანის დიზაინი ეკუთვნის მარკ უილკინსონს, რომელიც მუშაობდა მანამდე გამოცემულ Marillion-ის ალბომებსა და სინგლებზე.

გარეკანის წინა ნაწილზე გამოსახულია ორიგინალური ნახატის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, რომელზეც შეიმჩნევა მინიშნებები ალბომის ტექსტებზე და მხოლოდ ფიშისა და Marillion-ის მოყვარულთათვის განკუთვნილი დეტალები (ასეთებია Marillion-ის წევრი მარკ კელი და მენეჯერი ჯონ ერნისონი). ცენტრალური ელემენტია ბორცვი, რომელზეც პოსტ-აპოკალიფტურ სტილში წარდგენილი ნაგავსაყრელი მოწყობილი. ბორცვზე დგას წყვილი ფსევდო-აღმოსავლურ კოსტუმებში. ისინი ჭოგრიტით შორს იხედებიან. მამაკაცის მოსასხამი შოტლანდიას აღნიშნავს. წინა და უკანა გარეკანზე გამოსახულია მხოლოდ ზედა და ქვედა ბორცვებზე მდგარი წყვილები. ტელევიზორისა და Amiga 500-ის მოდელის კომპიუტერის ეკრანებზე გამოტანილია ფიშის სახეები. დიდ ვერსიაზე, რომელიც შიდა ბუკლეტზეა წარმოდგენილი, მათ ენაცვლება ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის „ოქროს საუკუნე“.

ტექსტები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ Vigil in a Wilderness of Mirrors არ არის კონცეპტუალური ალბომი, მასში ხშირად გამოიყენება ბორცვი, როგორც სიხარბისა და მომხმარებლობის სიმბოლო.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. Vigil (დიკი/სიმონდსი) - 8:43
  2. Big Wedge (დიკი/სიმონდსი) - 5:19
  3. State of Mind (დიკი/სიმონდსი/ლინდსი) - 4:42
  4. The Company (დიკი/სიმონდსი) - 4:04
  5. A Gentleman's Excuse Me (დიკი/სიმონდსი) - 4:15
  6. The Voyeur (I Like To Watch) (დიკი/სიმონდსი) - 4:42
  7. Family Business (დიკი/სიმონდსი/ლინდსი) - 5:14
  8. View From The Hill (დიკი/ჯერსი) - 6:38
  9. Cliché (დიკი/სიმონდსი/ლინდსი) - 7:01

დამატებითი სიმღერები (რემასტერი)

რედაქტირება
  1. Jack And Jill (დიკი/სიმონდსი) – 4:28 (B-გვერდი სინგლიდან Big Wedge)
  2. Internal Exile [1989 წლის ვერსია] (დიკი/სიმონდსი) – 4:51
  3. The Company [დემო] (დიკი/სიმონდსი) – 4:30
  4. A Gentleman's Excuse Me [დემო] (დიკი/სიმონდსი) – 3:54
  5. Whiplash (დიკი/სიმონდსი) – 4:25 (B-გვერდი სინგლიდან A Gentleman's Excuse Me)
  1. Franck, John. (2011 [last update])Vigil in a Wilderness of Mirrors - Fish | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 3 August 2011.