კაირა
(გადამისამართდა გვერდიდან Uria)
კაირა[1] (ლათ. Uria) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. გვარში გაერთიანებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლარულ და ზომიერ ზღვებში გავრცელებული საკმაოდ დიდტანიანი ფრინველები. კაირას კოლონიები ბუდობენ ზღვების სანაპიროთა კლდოვან ტერიტორიებსა და კუნძულებზე, სამთითა თოლიასთან ერთად შეადგენენ „ფრინველთა ბაზრების“ ძირითად მოსახლეობას. შეუძლიათ ყვინთვა 10 მ სიღრმეზე. კაირას და მის კვერცხს ადამიანი საკვებად იყენებს.
კაირა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მსხვილნისკარტა კაირა (Uria lomvia) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Uria (Brisson, 1760) | |||||||||||||
|
ცნობილია 2 სახეობა:[2] წვრილნისკარტა კაირა (U. aalge)[3] და მსხვილნისკარტა კაირა (U. lomvia).[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 321.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 35, 120, 233.
- ↑ კაირა (TSN 176973). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 35, 120, 181.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 35, 120, 210.