Unreal Engineთამაშის ძრავა, რომელიც შემუშავებულია კომპანია Epic Games-ის მიერ. მისი შესაძლებლობები პირველად 1998 წელს გამოსულმა თამაშმა Unreal-მა გვაჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ძრავა შექმნილი იყო პირველი პირის შუთერის სტილის თამაშებისთვის, არსებობს MMORPGs და RPGs სტილის თამაშები, რომლებიც Unreal-ს იყენებენ. კოდირება C++ პროგრამული ენით ხდება, რაც კიდევ უფრო პორტაბელურსა და უნივერსალურს ხდის მას. ძრავი ადვილად ხელმისაწდომმა ხელსაწყოებმა გაყიდვადი გახადა. მას დღეს უამრავი დეველოპერი იყენებს. ძრავის მეოთხე ნაწილს დაემატა Blueprint სისტემა, რომელიც დიზაინერებს აძლევს თამაშის კონკრეტული მექანიკების სწრაფად და მარტივად ჩაშენების შესაძლებლობას. ამისთვის რაიმე პროგრამირების ენის ცოდნა საჭირო არ არის.

Unreal Engine
მწარმოებელი Epic Games
გამოვიდა 1998
საიტი unrealengine.com

დღესდღეობით ძრავის ბოლო ვერსიაა Unreal Engine 4, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. 2015 წლიდან მისი გადმოწერა უფასოდ გახდა შესაძლებელი. Epic ნებას რთავს ნებისმიერ მომხმარებელს, გამოიყენონ ძრავი კომერციული მიზნით იმ პირობით, თუ შექმნილი პროდუქტის გაყიდვებიდან მიღებული სარგებლის 5% გადაიხდიან.

ეპიკმა ახალი, Unreal Engine 5-ის გამოსვლა 2021 წლის ბოლოსთვის დაანონსა.

დებიუტი შედგა 1998 წელს. ძრავს უკვე გააჩნდა კავშირის, რენდერის, კომპიუტერული წინააღმდეგობის სისტემა. მენეჯმენტი გაითვალა ერთ მთლიან ძრავზე. მან ნამდვილად დაამტკიცა სტაბილურობა. იგი იძლეოდა OpenGL და Direct3D მხარდაჭერას.

მეორე ვერსიამ თავი America's Army-ში გამოიჩინა, რომელიც დაფინანსებული იყო აშშ-ის არმიის მიერ. რენდერის და ობიექტთა დაჯგუფების სისტემა ხელახლა შეიმუშავეს. ასევე მას დონის რედაქტირების შესაძლებლობა დაამატეს. დაემატა RagDoll ფიზიკები. ამ ძრავზე შეიქმნა თამაშები Unreal tournament და Unreal Championship. ძრავს დაემატა იქსბოქსისა და ნინტენდო გეიმკუბის მხარდაჭერა. ფლეისთეიშენი მხარდაჭერა პირველი ვერსიიდან იქნა გადმოღებული

ძრავი გამოჩნდა 2004 წელს, შეიქმნა 18 თვის წინ. თავი დაგვამახსოვრა თამაშებით: Borderlands, Dishonored და Life Is Strange. ძრავში ჩაშენდა DirectX 9 და შეიდერების 3.0 სისტემა. Epic Games-მა სტილი შეიცვალა და განათების ვერტექს სისტემა პიქსელ სისტემით ჩაანაცვლა. თავიდან მას მხოლოდ Xbox 360-ისა და PlayStation 3-ის მხარდაჭერა ჰქონდა, შემდეგ კი, 2010 წელს Android მხარდაჭერაც დაამატეს. პირველი თამაშები ამ ძრავზე იყო Gears of War და RoboBlitz.

 
Unreal Engine 3 ლოგიკის ვიზუალური ედიტორი

UE3-ში პირველად გამოჩნდა ლოგიკის ვიზუალური ედიტორი

2005 წელს გამოცხადდა რომ Unreal Engine 4 იქმნებოდა 2003 წლიდან. იგი შექმნილი იყო უშუალოდ კომპანია ეპიკ გეიმსის შემქმნელთა მიერ. იგი თავიდანვე შეიცავდა Android-ის და IOS-ის მხარდაჭერას.

2014 წელს UDK მხარდაჭერა შეუჩერდა, ამით UE4 ანრეალის ერთადერთ უფასო ვერსიად დარჩა. უფასო ლიცენზია ხელმისაწდომი იყო ყველასთვის. გადახდის მოდელიც შეიცვალა, ლიცენზიის ყიდვის საჭიროება აღარ არსებობდა. უნრეალის უფასო ვერსია ყველა შესაძლებლობას შეიცავდა. 3000 დოლარის მოგების შემდეგ დეველოპერს მოგების მხოლოდ 5%-ის დათმობა უწევდა.

 
Unreal Engine 4 Blueprint მაგალითი

UE4-ში დაემატა გაუმჯობესებული Blueprint სისტემა.

2020 წლის 13 მაისს Epic Games-მა Unreal Engine 5-ის გამოსვლა 2021 წლისთვის დააანონსა. ძრავის ახალი ვერსია მიზნად ისახავს ფოტო-რეალისტური გრაფიკის შექმნას. წინა ვერსიებისგან განსხვავებით, UE5-ს ასევე დაემატა ორი ახალი ხელსაწყო: Natine და Lumen, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი დეტალიზაციის მქონე ფოტოგრაფიული მასალების გეომეტრიული ვირტუალიზაცია და მათი თამაშში გადატანა.

Epic Games-ის გენერალურმა დირექტორმა, Tim Sweeney-მა განაცხადა, რომ ახალი UE5-ის მიზანია მაღალი ხარისხის თამაშების მოკლე დროში შექმნა ნაკლები დანახარჯით, რაც გაამარტივებს როგორც დეველოპერების საქმიანობას, ასევე ხელს შეუწყობს მათი პროდუქტიულობის გაზრდას.[1]

მართალია, UE5-ს 2021 წლამდე ვერ ვიხილავთ, თუმცა, დეველოპერებისთვის შესაძლებელი იქნება UE4-დან UE5-ზე გადასვლა და მათი პროექტების ახალ ძრავზე გაგრძელება.

სახელად Unreal Development Kit, მოკლედ - UDK, უნრეალის უფასო ვერსია, 2009 წელს გამოვიდა. ქართველებს თავი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული თამაშით, ქართული პოლიციით დაგვამახსოვრა (ამ თამაშის მე-2, და მე-3 ნაწილიც UDK-თია შექმნილი). უფასო იყო მოდერებისთვის, თამაშის ძრავზე მეტად Unreal Tournament-ის მოდების შესაქმნელ ხელსაწყოს წარმოადგენდა. მიიჩნევა Unreal Engine 3-ის უფასო ვერსიად.

UnrealScript (პროგრამირების ენა)

რედაქტირება
 
ActionScript მაგალითი თამაშიდან "ქართული პოლიცია"

ეს არის პროგრამირების ენა, რომელიც ინტეგრირებული იყო უნრეალ სერიის ყველა ძრავაზე და ხსნილი იყო მომხმარებლებისთვის უფასოდ. Unity-ის პროგრამირების ენის, BooScript-ის მსგავსად, UnrealScript-იც არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით და ამიტომაც ძრავის სხვა ნაწილებში(2014-ის შემდეგ) აღარაა მხარდაჭერილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Unreal_Engine&oldid=4550467“-დან