USS Pennsylvania (SSBN-735)აშშ-ის საზღვაო ძალების ოჰაიოს კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავი ბალისტიკური რაკეტებით. საბრძოლო მწყობრშია 1989 წლიდან. იგი აშშ-ის საზღვაო ძალების მეოთხე გემია, რომელიც პენსილვანიის თანამეგობრობის სახელს ატარებს.

აგება და მწყობრში ჩადგომა რედაქტირება

პენსილვანიის ასაგებად კონტრაქტი 1982 წლის 29 ნოემბერს მიიღო General Dynamics-ის გემთსაშენმა ქვედანაყოფმა Electric Boat, რომელიც კონექტიკუტის ქალაქ გროტონში მდებარეობს. სუბმარინის კილი ჩადებულ იქნა 1984 წლის 10 იანვარს. წყალში ჩაეშვა 1988 წლის 23 აპრილს, ხოლო საბრძოლო მწყობრში 1989 წლის 9 სექტემბერს ჩადგა, ლურჯი ეკიპაჟის მეთაურ კაპიტან რიჩარდ კემპთან და ოქროსფერი ეკიპაჟის მეთაურ ლი ედვარდსთან ერთად.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება