მილკბილები
(გადამისამართდა გვერდიდან Tubulidentata)
მილკბილები (ლათ. Tubulidentata) — ძუძუმწოვრების რიგი. განეკუთვნება ერთი ოჯახის (Orycteropididae), ერთი გვარის ერთადერთი თანამედროვე სახეობა — აფრიკული მილკბილა (Orycteropus afer). მისი სხეულის სიგრძე 100-158 სმ, მასა 82 კგ აღწევს (უმეტესად 50-70 კგ). მილკბილები გავრცელებულია აფრიკაში — საჰარიდან სამხრეთით. ხშირ ტყეებს გაურბის. აქტიურია ღამით. იკვებება ტერმიტებით, ჭიანჭველებით. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ზოგან მილკბილების ხორცს ჭამენ, ტყავსაც იყენებენ.
მილკბილები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აფრიკული მილკბილი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Tubulidentata | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 698.