Total War: Warhammer (ქართ. ტოტალური ომი: საომარი ურო) — „Total War“-ის სერიის რიგით მეათე სტრატეგიული თამაში და პირველი, რომელიც დაფუძნებულია არა ისტორიულ, არამედ Games Workshop-ის კუთვნილი ფენტეზი Warhammer Fantasy Battles-ის თემატიკაზე. შექმნილია Creative Assembly-ს და გამოქვეყნებულია Sega-ის მიერ 2016 წელს. ეს არის პირველი თამაში Warhammer-ის ტრილოგიაში[1]. მეორე ნაწილი გამოვიდა 2017 წლის 28 სექტემბერს, მესამე ნაწილი გამოვიდა 2022 წლის 17 თებერვალს.

Total War: Warhammer
დეველოპერ(ებ)ი Creative Assembly
გამომცემელი Sega
სერია „Total War“
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
Linux
macOS
გამოსვლის თარიღი
  • Windows
    • მსოფლიო 24 მაისი, 2016
  • Linux
    • მსოფლიო 24 ნოემბერი, 2016
  • macOS
    • მსოფლიო 18 აპრილი, 2017
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის ტაქტიკა
რიგითობაზე დამყარებული სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი
  • მაიკლ მ. სიმფსონი
  • იენ როქსბურგი
სცენარისტი ენდი ჰოლი
კომპოზიტორი
  • რიჩარდ ბედოუ
  • იენ ლივინგსტონი
  • ტიმოთი მაიკლ უინი
  • ტილმან სილესქუ
ვერსია 1.6.0
საიტი ოფიციალური საიტი

გეიმპლეი

რედაქტირება

გეიმპლეი დაფუძნებულია რიგითული სტრატეგიის რუკაზე ბრძოლების რეალური დროის ტაქტიკის რეჟიმში მართვაზე. მოქმედება მიმდინარეობს Warhammer Fantasy Battles-ის გამოგონილ სამყაროში, კონტინენტზე სახელად ძველი სამყარო (ადგილობრივი ევროპის ანალოგი), იმპერიის კალენდრით 2500-იან წლებში. მოთამაშის კონტროლის ქვეშ გადადის კონტინენტის ერთ-ერთი ფრაქცია და მისი მოვალეობაა გამარჯვების მიღწევა ამ ფრაქციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შედეგად. წინა, ისტორიული თემატიკის მქონე თამაშებისგან განსხვავებით, გენერლები ბრძოლებში მონაწილეობენ პირადი გვარდიის გარეშე, მაგრამ ისინი უნიკალურ საომარ ერთეულებს წარმოადგენენ.

თამაშში შემოიტანეს ჯადოქრობის მექანიკა, მფრინავი და მითური არსებები საომარი ერთეულების სახით და უნიკალური უნარები სხვადასხვა სახის აგენტებისა და რაზმებისთვის. გენერლებს შორის გამოიყოფიან ლეგენდარული ლორდები — განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე უნიკალური პერსონაჟები (ყოველი თამაში იწყება ერთი ლეგენდარული ლორდის არჩევით, დანარჩენები დაბლოკილები არიან და მათი გახსნა კამპანიის მსვლელობისას შეიძლება). ჯარებთან შეერთებული აგენტები ასევე მონაწილეობენ ბრძოლებში. ასევე დაემატა სიბილწის ეფექტი: ქაოსის მიმდევრები და ვამპირები ავრცელებენ, შესაბამისად, ქაოსისა და ვამპირების სიბილწეს, რაც უარყოფითად მოქმედებს სხვა ფრაქციების რეგიონებზე. იმ მიწებზე, სადაც სიბილწე დიდი რაოდენობითაა, სხვა ფრაქციის არმიები მუდმივ დანაკარგს განიცდიან, ხოლო ვამპირების არმიები დანაკარგს განიცდიან „სუფთა“ მიწებზე გადაადგილებისას (ქაოსის მეომრებისგან განსხვავებით). ორკებისა და ნადირხალხის არმიებს აქვთ სპეციალური აგრესიის სკალა, რომელიც შევსებისას წარმოქმნის ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებად მოკავშირე არმიას (რომელსაც ჰქვია „ვააა!“ ორკების არმიისთვის და „ბღავილა ჯოგი“ ნადირხალხისთვის), რომელიც გამუდმებით თან მიჰყვება მას.

როგორც Total War-ის ბოლო დროის სტრატეგიებში, ასევე Warhammer-ში რუკა დაყოფილია პროვინციებად, რომლებიც შედგება რამდენიმე (ერთიდან ოთხის ჩათვლით) რეგიონისგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ცენტრალურს. პროვინციაში, რომელიც მთლიანად ერთი ფრაქციას ეკუთვნის, შესაძლებელია გარკვეული ბრძანების გატარება, რომელიც გაზრდის შემოსავალს, შეამცირებს შენობების მშენებლობის ან რაზმების დაქირავების ფასს, გაუმჯობესებს წესრიგს ან ექნება სხვა ეფექტი. ასევე, საერთო კულტურის მქონე ფრაქციებს (იმპერიის სამთავროებს, ჯუჯების კარაკებს, ბრეტონიის საჰერცოგოებს, ვამპირთა კლანებს, ორკების ტომებს) შეუძლიათ კონფედერაციის გზით გაერთიანება, მაგრამ კონფედერაციის ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ სათამაშოდ ხელმისაწვდომი ფრაქცია — მაგალითად, მიდენლანდი ან შტირლანდი კონფედერაციას ვერ შექმნის მაშინ, როდესაც ანგრუნდის კლანსა და არგუილონს შეუძლიათ სხვა ჯუჯებისა (ანგრუნდის შემთხვევაში) და ტყის ელფების (არგუილონის შემთხვევაში) ფრაქციების შეერთება მაშინაც კი, როდესაც მათ მოთამაშე არ აკონტროლებს.

სიუჟეტის მიხედვით, იმპერიაში იწყება შინადაპირისპირება სხვადასხვა სამთავროებს შორის კარლ ფრანცის, რაიკლანდის კურფიურსტის, იმპერატორად არჩევის გამო, აღმოსავლეთით, სილვანიის სამთავროში, ფონ კარშტაინების ვამპირთა საგვარეულო დაბრუნდა და აღზევებას იწყებს, მსოფლიოს კიდის მთებში ჯუჯების სამეფოები ებრძვიან ორკებისა და გობლინების შემოსევას, სამხრეთის უდაბურ მიწებში ორკების დიდი ბელადი გრიმგორ რკინისტყავა მწვანეკანიანთა ურდოებს აგროვებს, ხოლო უკიდურეს ჩრდილოეთში ქაოსის საომარი ბანდები არქაონ მარადრჩეულის მახვილის ქვეშ ერთიანდებიან.

ფრაქციები

რედაქტირება

კამპანიაში თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ოთხი ფრაქცია: ადამიანთა იმპერია, მწვანეკანიანები, ჯუჯები და ვამპირი გრაფები[2]. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა DLC-ის გამოშვებასთან ერთად, მათი რაოდენობა გაიზარდა.

საბოლოოდ კამპანიაში ხელმისაწვდომია შემდეგი ფრაქციები და ლეგენდარული ლორდები:

  • ადამიანთა იმპერია: იმპერატორი კარლ ფრანცი, უზენაესი პატრიარქი ბალთაზარ გელტი და დიადი თეოგონისტი ფოლკმარ პირქუში;
  • მწვანეკანიანები: გრიმგორ რკინისტყავა და აჟაგ გამჟლიტავი;
    • ქვეფრაქცია სისხლხელიანები: დიადი მწვანე წინასწარმეტყველი ვურზაგი;
    • ქვეფრაქცია დაბრეცილი მთვარე: სკარსნიკი;
  • ჯუჯები: უზენაესი ხელმწიფე თორგრიმ საჩივართმცველი, უნგრიმ რკინისმჯიღი და თეთრი ჯუჯა გრომბრინდალი;
    • ქვეფრაქცია კლანი ანგრუნდი: მეფე ბელეგარ რკინისურო;
  • ვამპირი გრაფები: მანფრედ ფონ კარშტაინი, ჰაინრიხ კემლერი და ჰელმან გორსტი;
    • ქვეფრაქცია ფონ კარშტაინები: ვლად ფონ კარშტაინი და იზაბელა ფონ კარშტაინი;
  • ქაოსის მეომრები: არქაონ მარადრჩეული, ხოლეკ მზემშთანთქმელი და ზიგვალდ დიდებული;
  • ბრეტონიის სამეფო: მეფე ლუან ლეონკური (ლომგული);
    • ქვეფრაქცია ბორდელო: ჰერცოგი ალბერიკ დ'ბორდელო;
    • ქვეფრაქცია კარკასონი: ფერია-შემლოცველი მორგიანა;
  • ტყის ელფები: მეფე ორიონი;
    • ქვეფრაქცია არგუილონი: დურთუ;
  • ნადირხალხი: ხაზრაკ ცალთვალა, მალაგორ ავბედითი და მორღურ ჩრდილგამცემი.
  • ნორსკა: ვულფრიკ მოხეტიალე;
    • ქვეფრაქცია ზამთარეშვი: ტროლთა მეფე თროგი.

გეოგრაფიული თავისებურებების გამო ადამიანებს (უფრო ზუსტად, იმპერიელებს და ბრეტონებს) და ვამპირებს არ შეუძლიათ ჯუჯების, ორკების, ნორსკებისა და ტყის ელფების ტერიტორიებზე დასახლება, ჯუჯებსა და ორკებს არ შეუძლიათ ადამიანებისა და ელფების მიწების დაკავება, ხოლო ნორსკებს შეუძლიათ მხოლოდ სანაპირო დასახლებებისა და ქვეყნების დედაქალაქების დაპყრობა (DLC „ნორსკას“ გამოშვებამდე მათ ესეც არ შეეძლოთ, სახლობდნენ მხოლოდ თავიანთ მშობლიურ ნახევარკუნძულზე). მარტო ელფებს შეუძლიათ სხვა ხალხების მიწებზე დასახლება, მაგრამ სინამდვილეში ისინი ქმნიან მხოლოდ ავანპოსტებს — ნამდვილი დასახლებები მხოლოდ მათი მშობლიური ტყის, ათელ ლორენის, ფარგლებში არსებობს. ნადირხალხსა და ქაოსის არმიებს არ შეუძლიათ დასახლებების დაკავება — ისინი ურდოს სახით არსებობენ, ამიტომ შეუძლიათ მხოლოდ დაპყრობილი ქალაქების ძარცვა და ნგრევა.

დამატებები

რედაქტირება
უფასო დამატებები
დასახელება თარიღი აღწერა
Wurrzag (ვურზაგი) 20 ოქტომბერი, 2016 მწვანეკანიანთა ახალი ფრაქცია, ხელსისხლიანები, და მისი ლეგენდარული ლორდი, დიადი მწვანე წინასწარმეტყველი ვურზაგი.
Grombrindal The White Dwarf (თეთრი ჯუჯა გრომბრინდალი) 22 ოქტომბერი, 2016 ჯუჯათა ახალი ლეგენდარული ლორდი თავისი უნიკალური მექანიკით.
Jade Wizard (ზურმუხტის ჯადოქარი) 8 დეკემბერი, 2016 ახალი გმირი ადამიანთა იმპერიისთვის.
Grey Wizard (რუხი ჯადოქარი) 8 დეკემბერი, 2016 ახალი გმირი ადამიანთა იმპერიისთვის.
Isabella von Carstein (იზაბელა ფონ კარშტაინი) 28 თებერვალი, 2017 ვამპირი გრაფების ქვეფრაქციის, ფონ კარშტაინების, ახალი ლეგენდარული ლორდი.
Bretonnia (ბრეტონია)[3] 28 თებერვალი, 2017 ბრეტონიის სამი ფრაქცია თავისი ლეგენდარული ლორდებით: ბრეტონია (მეფე ლუან ლეონკური), ბორდელო (ჰერცოგი ალბერიკ დ'ბორდელო), კარკასონი (ფერია-შემლოცველი)
ფასიანი დამატებები
დასახელება თარიღი აღწერა
Chaos Warriors (ქაოსის მეომრები) 24 მაისი, 2016 ახალი ფრაქცია — ქაოსის მეომრები — და მისი სამი ლეგენდარული ლორდი: არქაონ მარადრჩეული, ხოლეკ მზემშთანთქმელი, ზიგვალდ დიდებული.
Blood for the Blood God (სისხლი სისხლის ღმერთს!)[4] 30 ივნისი, 2016 კოსმეტიკური დამატება სისხლიანი ეფექტებით.
Call of the Beastmen (ნადირხალხის ძახილი)[5] 28 ივლისი, 2016 ახალი ფრაქცია, — ნადირხალხი, — მისი საკუთარი მინიკამპანია „An Eye for an Eye“ (თვალი თვალის წილ) და სამი ლეგენდარული ლორდი: ხაზრაკ ცალთვალა, მალაგორ ავბედითი და მორღურ ჩრდილგამცემი.
The Grim and the Grave (პირქუში და შემზარავი)[6] 1 სექტემბერი, 2016 ადამიანთა იმპერიის ლეგენდარული ლორდი, ფოლკმარ პირქუში, და ვამპირი გრაფების ლეგენდარული ლორდი, ჰელმან გორსტი. ასევე განახლდა ორივე ფრაქციის საბრძოლო ერთეულების სია.
The King and the Warlord (მეფე და სარდალი)[7] 20 ოქტომბერი, 2016 მწვანეკანიანების ლეგენდარული ლორდი, სკარსნიკი (მეთაურობს დაბრეცილი მთვარის ტომს), და ჯუჯების ლეგენდარული ლორდი, ბელეგარ რკინისურო (მეთაურობს ანგრუნდის კლანს), საკუთარი უნიკალური მექანიკებით. ასევე განახლდა ორივე ფრაქციის საბრძოლო ერთეულების სია.
Realm of the Wood Elves (ტყის ელფთა სამფლობელო)[8] 8 დეკემბერი, 2016 ტყის ელფთა ორი ფრაქცია საკუთარი ლეგენდარული ლორდებით და მინიკამპანიით „Season of Revelation“ (გაცხადების დრო): ტყის ელფები (მეთაურობს ორიონი) და არგუილონი (მეთაურობს დურთუ).
Norsca (ნორსკა)[9] 10 აგვისტო, 2017 ნორსკის ორი ფრაქცია საკუთარი ლეგენდარული ლორდებით: ნორსკა (მეთაურობს ვულფრიკ მოხეტიალე) და ზამთარეშვი (მეთაურობს თროგი).

მიმოხილვა

რედაქტირება
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 86/100[10]
ქულები
წყარო რეიტინგი
GameSpot 9/10[11]
GamesRadar      [12]
IGN 8.6/10[13]

თამაშმა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე ფლობს 86/100.[14] ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც. ის იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად თამაშად სერიიდან. გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გაიყიდა ნახევარი მილიონი ასლის ოდენობით.[15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება