ჯუჯა“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯუჯა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჯუჯები — ხალხური ცრურწმენის ნაყოფი, ცნობილი სახე, მითებსა და თქმულებებში ხშირად მოქმედი კაცუნა, უცნაური და ჯადოქრული თვისებებით აღჭურვილი. ცხოვრობენ კენტად ან ერთად მიწისქვეშ, გამოქვაბულებში, ტყეში, კერიის ქვეშ, საჯინიბოებში და სხვა. ხშირად არიან ჭრა-კერვის ოსტატები ან განძისმცველები („ნიბელუნგებში“). მომდინარეობენ მიცვალებულთა სულების რწმენიდან, ტყეებში გაფანტული ტანმორჩილი ტომების ხილვიდან, ფანტაზიის სამეფოდან.

პოეტური ედას მეცხრამეტე საუკუნის ილუსტრაცია, ორი ჯუჯის გამოსახულებით.

ბევრს სახელიც აქვს. ჯუჯა ოიგელი ზიგფრიდს ტყეში ბუმბერაზ კუპერანის ბუნაგს ასწავლის, თეთრი აბრეშუმივითაა მოსილი და ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ადგას. კეთილია, მაგრამ მშიშარა. გმირს მხოლოდ მას შემდეგ ეხმარება, რაც იმან გვირგვინი კლდეს მიანარცხა.

გერმანელები „ვექსელბალგს“ (გერმ. Wechselbalg) ეძახიან გონჯ არსებას, რაც თითქოს ჯუჯებმა „გამოცვალეს“. ანალოგიური რწმენა სვანეთში დევებზეა ნათქვამი („ნაცადე“ — გამოცვლილი გონჯი ბავშვი).

ჯუჯებს, პიგმეებს, გნომებს, ქონდრისკაცებს, ტროლებს, ლილიპუტებს ფოლკლორსა და მწერლობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ, როგორც კომიკურ ტიპებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jakobsson, Ármann (2005): "The Hole: Problems in Medieval Dwarfology," Arv 61 (2005), 53–76.