Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1976 წელს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი ბას-გიტარისტ ჯენ გლესკოკის მონაწილეობით, ისევე, როგორც ჯგუფის უკანასკნელი კონცეპტუალური ალბომი. მისი სიუჟეტი აღწერა რეი ლომასს, ასაკში შესულ როკ-მუსიკოსს[1]

Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!

სტუდიური ალბომი - ჯეთრო ტალი
გამოცემის თარიღი 23 აპრილი 1976
ჩაიწერა 1975
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 42:26
ლეიბლი Island Records (ბრიტანეთი)
Chrysalis/Capitol (აშშ)
პროდიუსერი იენ ანდერსონი
ჯეთრო ტალი – ქრონოლოგია

M.U. - The Best Of Jethro Tull
(1976)
Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!
(1976)
Songs From The Wood
(1977)
სინგლები ალბომიდან Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!
  1. „Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!“
    გამოვიდა: 1976

ალბომი რედაქტირება

ალბომი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც როკ მიუზიკლი. მასში საუბარი იყო როკ ვარსკვლავ რეი ლომასზე, რომელიც ვიქტორინაში მოიგებს დიდი რაოდენობის ფულს. მაგრამ იგი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საზოგადოება ისე შეიცვალა, რომ იგი არავის სჭირდება და იგი ვერ გაერთობა ამ ფულით ისე, როგორც ეს 1950-იანებში ხდებოდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ლომასი შეეცდება თავი მოიკლას, მაგრამ გაურკვეველი დროით თავს ამოჰყოფს ჰოსპიტალში.

როდესაც იღვიძებს, იგი აღმოაჩენს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა და მისი ჩაცმულობის სტილი და მუსიკა კვლავ პოპულარულია. პლასტიკური ქირურგიის დახმარებით იგი 20 წლით უფრო ახალგაზრდა ჩანს. იგი კვლავ იქცა სენსაციად და ახალგაზრდა თაობა ცდილობს მიბაძოს მას.

ალბომს თან ახლავს კომიქსის სახით წარმოდგენილი ისტორია. დისკის სიმღერების თანმიმდევრობა და მათში მოთხრობილი ისტორია სინამდვილეში არ ემთხვევა ამ კომიქსს.

იენ ანდერსონის თქმით, ეს ალბომი არ იყო მასზე, როგორც ასაკოვან სიმღერების ავტორზე, რადგან იმ პერიოდში იგი ახალგაზრდა იყო. მას უბრალოდ სურდა ჩვენება, თუ როგორ იცვლება თაობები და მუსიკალური გემოვნებები და რომ ძველი კვლავ ბრუნდება მოდაში[2].

კრიტიკოსების შეფასება რედაქტირება

 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic       [3]
Rolling Stone (შერეული) [4]
Melody Maker (შერეული) [5]
SputnikMusic       [6]

Rolling Stone-ში არ მოეწონათ ალბომის „არეულ-დარეული“ სიუჟეტი. „იან ანდერსონმა უნდა მიაქციოს ყურადღება მუსიკას, ვინაიდან თხრობა აშკარად არ ეხერხება“. ამასთან, იგივე მიმოხილვაში ანდერსონის მუსიკალური კომპოზიციის აგების ნიჭს ხაზი გაესვა, ისევე, როგორც მარტინ ბარის გიტარის პარტიებს.[4]

კრის უელჩიც Melody Maker ალბომს არაერთგვაროვან შეფასებას აძლევდა. იგი წერდა, რომ „სურდა ბერიმორ ბარლოუს რიტმის თავისუფლება ან მოულოდნელობები მარტინ ბარის გიტარისგან“. ამავე დროს, იგი მაღალ შეფასებას აძლევდა ანდერსონის პოეზიას.[5]

AllMusic-ის მიმოხილვაში დისკს ეწოდება „ჯეთრო ტალის კატალოგში ერთ-ერთი უმნიშვნელო ექსპერიმენტი“.[3]

სიმღერების სია რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — იენ ანდერსონი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Quizz Kid“5:09
2.„Crazed Institution“4:48
3.„Salamander“2:51
4.„Taxi Grab“3:54
5.„From a Dead Beat to an Old Greaser“4:09
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Bad-Eyed and Loveless“2:12
2.„Big Dipper“3:35
3.„Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die“5:44
4.„Pied Piper“4:32
5.„The Chequered Flag (Dead or Alive)“5:32

2015 წლის გამოცემა TV special რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Jethro Tull - Too Old to Rock ‘n’ Roll: Too Young to Die! (23 აპრილი 1976). JethroTull.com (1976-04-23). ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  2. Jethro Tull Press: Guitar World - Tull Tales (სექტემბერი 1999). TullPress.com.
  3. 3.0 3.1 William Ruhlmann. Jethro Tull - Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! (1976) album review, credits & releases. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  4. 4.0 4.1 McGee, დევიდ (26 აგვისტო 1976). „Jethro Tull - Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! (1976) album review“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  5. 5.0 5.1 Jethro Tull Press: Jethro Tull - Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! (1976) album review by Chris Welch on Melody Maker (8 მაისი 1976). TullPress.com (1976-05-08). ციტირების თარიღი: 2015-05-01.[მკვდარი ბმული]
  6. Jethro Tull reviews, music, news. SputnikMusic.com. ციტირების თარიღი: 2015-05-01.