Tone Float — ჯგუფ Organisation-ის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა გერმანიაში, 1970 წელს. ჯგუფის წევრებმა, ფლორიან შნაიდერმა და რალფ ჰიუტერმა მოგვიანებით ჩამოაყალიბეს სხვა კოლექტივი, Kraftwerk. ხშირად Tone Float ითვლება Kraftwerk-ის სადებიუტო დისკად, მით უმეტეს, რომ სტილით ახლოს არის მის ალბომთან Kraftwerk.

Tone Float

სტუდიური ალბომი - Organisation
გამოცემის თარიღი 1970
ჟანრი კრაუტროკი
ხანგრძლივობა 41:19
ლეიბლი RCA Victor
პროდიუსერი კონი პლანკი და Organisation
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]

ისტორიარედაქტირება

ბრიტანეთში გაიყიდა ალბომის მხოლოდ რამდენიმე ასლი. ძირითადად, იგი ცნობილია პროექტში Kraftwerk-ის ორი ორიგინალური წევრის, რალფ ჰიუტერისა და ფლორიან შნაიდერის მონაწილეობით. ალბომის პროდიუსერია კონრად პლანკი.

‘სტუდია განლაგებული იყო ზეთის გადამამუშავებელ ქარხანაში. როდესაც გარეთ გავდიოდით, გვესმოდა ცეცხლის ხმაური - მთელი ეს ინდუსტრიული ხმები.’
რალფ ჰიუტერი [2]

ალბომი არც თუ შთამბეჭდავად იყიდებოდა, ამიტომ ლეიბლმა RCA ჯგუფთან კონტრაქტი გააუქმა. ამის შემდეგ Organisation დაიშალა.

ოფიციალურად ალბომი არასოდეს გამოცემულა, მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში გამოვიდა მისი ბუტლეგური კომპაქტ-დისკები და გრამფირფიტები. მათში როგორც წესი, ასევე შედიოდა Vor dem blauen Bock - სინამდვილეში ცნობილი, როგორც Rückstoss Gondoliere, Kraftwerk მიერ ბრემული ტელეშოუს Beat-Club ეთერში გამოსვლიდან. სიმღერას ასრულებდა Kraftwerk-ის არახანგრძლივი შემადგენლობა - ფლორიან შნაიდერის, მაიკლ როთჰერისა და კლაუს დინგერის სახით. რალფ ჰიუტერი ამ პერიოდში სწავლით იყო დაკავებული.

სიმღერების სიარედაქტირება

მუსიკალური ნაწყვეტები:

სასათაურო კომპოზიციის ნაწყვეტი

სიმღერის ნაწყვეტი — 229 KB
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ყველა კომპოზიციის ავტორები: შნაიდერი, ჰაუფი და მონიკსი.

მხარე 1რედაქტირება

  1. Tone Float – 20:46

მხარე 2რედაქტირება

  1. Milk Rock – 5:24
  2. Silver Forest – 3:19
  3. Rhythm Salad – 4:04
  4. Noitasinagro – 7:46

პერსონალირედაქტირება

  • რალფ ჰიუტერი – ჰემონდის ორგანი
  • ფლორიან შნაიდერი – ელექტრონული ფლეიტა, ალტო ფლეიტა, ზარი, დაირა, ელექტრონული ვიოლინო, პერკუსია, სამკუთხედი
  • ბაზილ ჰამუდი – გლოკენშპილები, კონგა კონგი, მუსიკალური ყუთი, ბონგო, პერკუსია, ხმა
  • ბუტჩ ჰაუფი – ბას გიტარა, პერკუსია, ეფექტები
  • ალფრედ მონიკსი (მითითებულია, როგორც ’ფრედ მონიკსი’) – დასარტყმელი საკრავები, ბონგო, მარაკასი, დასარტყმელი საკრავები, ზარები, დაირა, პერკუსია
  • კონრად პლანკი – ხმის ინჟინერი

გამოცემარედაქტირება

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი ნომერი კატალოგში
ბრიტანეთი აგვისტო 1970 RCA Victor[3][4] გრამფირფიტა SF 8111

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Klaus Kehrle. Tone Float - Organisation. allmusic.com. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
  2. Interview in Select magazine, 1991
  3. http://www.poecker.homepage.t-online.de/02/kwboot.htm#solo დაარქივებული 2010-01-29 საიტზე Wayback Machine. Kraftwerk International Discography
  4. http://www.discogs.com/Organisation-Tone-Float/release/133960 Discogs.com
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Tone_Float&oldid=4110053“-დან