Thejas
Thejas (მალიალამი. തേജസ് ദിനപ്പത്രം) — მალაიალამურ ენაზე გამოცემული ყოველდღიური გაზეთი, რომელსაც გამოსცემს საზოგადოებრივი კომპანია შეზღუდული პასუხიმგებლობით „Intermedia Publishing Ltd.“, სათაო ოფისით კოჟიკოდეში. ფუნქციონირება 2006 წლიდან, ინდოეთის რესპუბლიკის დღიდან დაიწყო. სამი თვის შემდეგ, კიდევ ერთი გამოცემა გაიხსნა ტირუვანანტაპურამში, ხოლო კიდევ სამი თვის შემდეგ კი მესამე გამოცემა გაიხსნა კოჩში.[1]
Thejas | |
---|---|
ტიპი: | ყოველდღიური გაზეთი |
ფორმატი: | ფართოფურცლოვანი |
მფლობელ(ებ)ი: | ინდოეთის სახალხო ფრონტი |
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: | ფ. კოია |
დაარსდა: | 26 იანვარი 2006 |
პოლიტიკური ერთგულება: | მემარჯვენე-ცენტრისტული |
ენა: | მალაიალამური |
სათავო ოფისი: | კოჟიკოდე (კერალა) |
საიტი: | www.thejasnews.com |
გამოცემა
რედაქტირებათავდაპირველად გაზეთი კოჟიკოდეში გამოიცემოდა. მაგრამ 2006 წლიდან დაიწყო გაფართოება, რომლის ფარგლებში გაზარდა გამოცემა და დაიწყო ერნაკულამსა და ტირუვანანტაპურამში ფუნქციონირება. 2008 წელს გაიხსნა კანურის გამოცემა, როგორც გაფართოების ნაწილი. 2009 წლის დეკემბერში გაიხსნა კოტაიამის გამოცემა. გაზეთს აქვს ონლაინ გამოცემა და ელექტრონული ქაღალდიც.[2]
Thejas-ის სპარსეთის ყურის რეგიონშიც დაიწყო ფუნქციონირება, ასე 2011 წლის მარტში გაიხსნა საუდის არაბეთის გამომცემლობა რიჰადში, ჯიდასა და დამამში.[3] 2012 წლის 17 მაისს გაიხსნა ყურის მეოთხე გამოცემა დოჰაში,[4] ხოლო მეხუთე გამოცემა გაიხსნა ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, 2012 წლის 27 სექტემბერს.[5]
მისია
რედაქტირება„Thejas-ი გაზეთია, რომელიც ცდილობს ე.წ. უმცირესობებისა და მალაილამელი მოსახლეობის დაკმაყოფილებას“ — განაცხადა გაზეთის აღმასრულებელმა რედაქტორმა ნ.პ. ჩეკუტიმ, რომელიც ადრე „კაირალი ტვ-ს“ საინფორმაციო გამოშვებებს კორესპონდენტი იყო.
სქოლიო
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Thejas“ ვიკისაწყობში.