კოჟიკოდე
კოჟიკოდე (ინგლ. Kozhikode; ასევე ცნობილია ინგლისური სახლწოდებით, კალიკუტი; ინგლ. Calicut) − ქალაქი მალაბარის სანაპიროზე, ინდოეთის შტატ კერალაში. ქალაქის მოსახლეობა 609 224 ადამიანს შეადგენს,[1] ხოლო მეტროპოლიური მოსახლეობის რაოდენობა 2 მილიონს აღემატება.კოჟიკოდე მეორე უდიდესი მეტროპოლიური ტერიტორიაა კერალაში და მე-19 ადგილზეა ინდოეთის მასშტაბით.[2] ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოჟიკოდეს II დონის ქალაქს მიეკუთვნება.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კოჟიკოდე | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 11°14′52″ ჩ. გ. 75°46′49″ ა. გ. / 11.24778° ჩ. გ. 75.78028° ა. გ. |
ფართობი | 177 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი |
მოსახლეობა | 431 560 |
საფოსტო ინდექსი | 673001 |
ოფიციალური საიტი | http://www.kozhikode.nic.in/ |
კოჟიკოდე უდიდესი ქალაქია მალაბარის რეგიონში. ბრიტანული მმართველობის ხანაში მალაბარის რაიონის დედაქალაქი იყო. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში კოჟიკოდეს „სანელებლების ქალაქს“ უწოდებდნენ, რადგანაც ინდური სანელებლების მთავარი სავაჭრო პუნქტი იყო.[4] იყო ამავე სახელის მქონე დამოუკიდებელი სამეფოს დედაქალაქი, რომელსაც ზამორინები მართავდნენ. შუა საუკუნეების სამხრეთ ინდოეთის სანაპიროზე კოჟიკოდე მთავარ პორტს წარმოადგენდა ჩინელებისთვის, სპარსელებისთვის, არაბებისა და ევროპელებისთვის.[5] ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის, „Indicus Analytics“, მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოჟიკოდე მეორე საუკეთესო ქალაქია ინდოეთში საცხოვრებლად.[6]2023 წლის ნოემბერში კოჟიკოდე ინდოეთის მასშტაბით პირველი ქალაქი გახდა, რომელიც იუნესკომ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის სიაში შეიტანა.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კოჟიკოდე ტროპიკული მუსონური კლიმატის (Am) სარტყელშია მოქცეული. მუსონების წინა წვიმები ქალაქში აპრილში იწყება. ნალექების დიდი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთ მუსონების დროს მოდის, რომელიც ივნისის პირველი კვირიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ქალაქში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონების დროსაც, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და ნოემბრის განმავლობაშიც გრძელდება.
ჰავის მონაცემები — კოჟიკოდე | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 36.5 | 37.6 | 38.6 | 39.1 | 39.2 | 36.2 | 35.7 | 35.1 | 35.7 | 36.2 | 36.8 | 37.0 | 39.2 |
საშუალო მაქსიმალური °C | 33.4 | 33.7 | 34.2 | 34.6 | 34.5 | 32.9 | 31.5 | 31.1 | 31.8 | 32.9 | 33.2 | 33.5 | 34.8 |
საშუალო მაღალი °C | 32.2 | 32.6 | 33.2 | 33.6 | 32.9 | 30.0 | 29.0 | 29.0 | 30.2 | 31.1 | 31.8 | 32.2 | 31.5 |
საშუალო დაბალი °C | 22.8 | 23.8 | 25.4 | 26.4 | 26.1 | 24.3 | 23.7 | 23.8 | 24.1 | 24.2 | 24.0 | 22.9 | 24.3 |
საშუალო მინიმალური °C | 20.6 | 21.8 | 23.5 | 23.5 | 23.0 | 22.5 | 22.1 | 22.3 | 22.8 | 22.6 | 21.8 | 20.5 | 20.0 |
რეკორდულად დაბალი °C | 17.6 | 16.1 | 19.4 | 21.0 | 20.0 | 20.6 | 20.5 | 20.6 | 21.1 | 18.6 | 16.1 | 16.1 | 16.1 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 1.6 | 4.8 | 14.6 | 83.5 | 223.5 | 782.9 | 750.0 | 432.6 | 273.3 | 302.6 | 120.4 | 21.9 | 3 011,9 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.1 | 0.3 | 1.0 | 4.1 | 9.0 | 23.1 | 24.3 | 19.1 | 12.3 | 11.6 | 6.0 | 1.5 | 112.3 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 65 | 66 | 69 | 71 | 75 | 85 | 87 | 86 | 82 | 78 | 73 | 65 | 75 |
წყარო: India Meteorological Department[7][8] |
დემოგრაფია
რედაქტირებამუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 550 440 ადამიანს შეადგენს.[9] მოსახლეობის 47.7%-ს კაცები, ხოლო 52.3%-ს ქალები შეადგენენ.
ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, კოჟიკოდეს მოსახლეობა ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანია. უდიდეს რელიგიურ ჯგუფს ინდუსები შეადგენენ, რომელთაც მუსლიმები და ქრისტიანები მოჰყვებიან.[10] ინდუიზმის მიმდევრები მოსახლეობის 57.37%-ს შეადგენენ (315 807 ადამიანი),[9] მუსლიმები კი ― 37.6%-ს (207 298 ადამიანი).[9]
კოჟიკოდეს კორპორაციის მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 96.8%-ია,[11] რაც საშუალო ეროვნული მაჩვენებელზე (74%) გაცილებით მაღალია. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 97.93%-ია, ხოლო ქალებს შორის ― 95.78%.[11]
თანამედროვე ხანამდე კოჟიკოდეში უამრავი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი იყო დასახლებული. ამ თემთა უმრავლესობა XX საუკუნემდე მისდევდა საკუთარ წეს-ჩვეულებებს.[12] ბრაჰამანები ძირითადად ინდუისტური ტაძრების ირგვლივ ცხოვრობდნენ. ქალაქში დასახლდნენ რეგიონული ჯგუფებიც, როგორებიცაა: ტამილი ბრაჰმანები, გუჯარათები და მარვარის ჯაინისტები, რომლებიც მეტწილად მათი რელიგიური სალოცავების ირგვლივ ცხოვრობდნენ.[13]
ეკონომიკა
რედაქტირებაკოჟიკოდე ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური კერაა კერალაში. ეკონომიკის წამყვანი დარგი მომსახურების სექტორია, რომელსაც მრეწველობა მოსდევს. კერალის შტატის უძველესი ბანკი, ნედუნგადის ბანკი, აპუ ნედუნგადიმ კოჟიკოდეში 1899 წელს დააარსა. ქალაქის მთავარი ბიზნეს ტერიტორია ერთ დროს დიდი ბაზარი (Valiyangadi) იყო, რომელიც რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარეობდა. დროთა განმავლობაში ბიზნეს ცენტრმა ქალაქის სხვა ნაწილებში გადაინაცვლა. კომერციულმა კერებმა Mittai Theruvu-ზე გადაინაცვლა, სადაც სარიდან დაწყებული, კოსმეტიკური საშუალებით დამთავრებული, პროდუქცია იყიდება. დღეისთვის ქალაქში უამრავი სავაჭრო მოლია, მატ შორის: ფოკუსის მოლი (პირველი მოლი კერალაში), HiLITE Mall, გოკულამის მოლი და სხვ.[14]
განათლება
რედაქტირებაკოჟიკოდეს რაიონში 1 237 სკოლაა, მათ შორის 191 საშუალო სკოლა.[15] ეროვნული მნიშვნელობის ორი მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულებაა: კოჟიკოდეს მენეჯმენტის ინდური ინსტიტუტი და კალიკუტის ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი. სხვა კვლევით დაწესებულებებს აღსანიშნავია: თავდაცვითი გემთმშენებლობის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი, სანელებლების კვლევის ინდური ინსტიტუტი,[16] წყლის რესურსების განვითარებისა და მენეჯმენტის ცენტრი და ელექტრონიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი.[17]
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაკოჟიკოდეს დაძმობილებული ქალაქია:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Chandran, VP (2018). Mathrubhumi Yearbook Plus - 2019, Malayalam, Kozhikode: P. V. Chandran, Managing Editor, Mathrubhumi Printing & Publishing Company Limited, Kozhikode.
დამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- K. V. Krishna Iyer (1938). Zamorins of Calicut: From the earliest times to AD 1806. Norman Printing Bureau, Kozhikode.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ആമുഖം | കോഴിക്കോട് മുനിസിപ്പല് കോര്പ്പറേഷന്. ციტირების თარიღი: 10 June 2020
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 million and above. Office of the Registrar General & Census Commissioner, India.
- ↑ Tier I and Tier II Cities of India, Classification of Indian Cities. ციტირების თარიღი: 1 March 2022
- ↑ Lectures 26-27 (16 July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 22 June 2019
- ↑ Sreedhara Menon, A. (January 2007) Kerala Charitram, 2007, Kottayam: DC Books. ISBN 978-81-264-1588-5.
- ↑ Best cities to live, invest and earn in. Ibnlive.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 23 September 2009 Indicus considered six parameters: health, education, environment, safety, public facilities and entertainment
- ↑ Station: Calikote / Kozhicode Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 165–166. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 19 February 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 19 February 2020
- ↑ 9.0 9.1 9.2 C -1 POPULATION BY RELIGIOUS COMMUNITY - 2011 (XLS). ციტირების თარიღი: 22 June 2019
- ↑ Official Website of Kozhikode (26 December 1975). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 23 September 2009
- ↑ 11.0 11.1 Provisional Population Totals, Census of India 2011; Cities having population 1 lakh and above. Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012
- ↑ Official website of kozhikode (12 October 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი 2023.
- ↑ M.G.S. Narayanan|Narayanan M.G.S., Calicut: The City of Truth, Calicut University Press (2006)
- ↑ "HiLITE City, One of India's Largest Mixed-Use Development Project Enters the Limelight" დაარქივებული 13 July 2015 საიტზე Wayback Machine. . Business Wire. 9 March 2015. Retrieved 4 September 2015.
- ↑ List of High Schools in Kozhikode დაარქივებული 23 September 2022 საიტზე Wayback Machine. , Verfasor 28 December 2017
- ↑ History. Indian Institute of Spices Research (12 March 2018). ციტირების თარიღი: 21 May 2019
- ↑ Introduction. National Institute of Electronics and Information Technology. ციტირების თარიღი: 21 May 2019
- ↑ „Celebrating Kozhikode's links with a Russian city“. The Hindu. 13 April 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 April 2022. ციტირების თარიღი: 27 April 2022.