The Suffering
გაიგეთ მეტი ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
The Suffering (ქართ. „ტანჯვა“) — 2004 წლის მოქმედებითი და საშინელებათა ჟანრის კომპიუტერული თამაში შუტერის ელემენტებით, შექმნილი Surreal Software-ის მიერ PlayStation 2-ისა და Xbox-ის სათამაშო კონსოლებისთვის, ასევე Windows-ის პერსონალური კომპიუტერებისთვის; GameCube-ის კონსოლის ვერსიის შექმნა გაუქმდა პროექტის გამოშვებამდე. თამაშის კონსოლის ვერსიები გამოუშვა Midway Games-მა; კომპიუტერული ვერსია გამოქვეყნდა Encore Software-ისა და Zoo Digital Publishing-ის მიერ.
The Suffering | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Surreal Software |
გამომცემელი |
Midway Games Encore Software Zoo Digital Publishing |
სერია | The Suffering |
ძრავა | Riot Engine |
პლატფორმ(ებ)ი | PC, Playstation 2, Xbox |
გამოსვლის თარიღი | 2004 წელი |
ჟანრ(ებ)ი | 3D-შუთერი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში |
რეჟისორ(ებ)ი | ალან პეტმორი |
პროდიუსერ(ებ)ი | ნიკ რადოვიჩი |
დიზაინერ(ებ)ი | რიჩარდ რუსი, ნეითან ჩივერი |
პროგრამისტ(ებ)ი | პატრიკ ბეტრემიე |
მხატვარი | მაიკ ნიკოლსი |
სცენარისტი | რიჩარდ რუსი |
კომპოზიტორი | ერიკ აჰო |
ვერსია | 1.0/1.1 |
მოთხოვნილებები | Pentium III 1Ghz პროცესორი, 128 მეგაბაიტიანი მეხსიერების მქონე ოპერატიული, 32 მეგაბაიტიანი მეხსიერების მქონე ვიდეობარათი, აუდიობარათი |
თამაშში მონსტრებისა და დონეების დიზაინის შექმნით სტუდია Stan Winston იყო დაკავებული, რომელმაც მანამდე ისეთი ცნობილი ფილმების გრაფიკა შექმნა, როგორებიცაა „ტერმინატორი“, „უცხო“ და „მტაცებელი“.
სიუჟეტი
რედაქტირებამთავარ გმირს, სახელად თორქს ბრალად ედება თავისი ოჯახის - ცოლის და ორი შვილის მკვლელობა, თუმცა მას საერთოდ არ ახსოვს, როდის ჩაიდინა დანაშაული და ჩაიდინა კი საერთოდ. თორქი ებოტის ციხეში ხვდება, რომელიც შტატ მერილენდში მდებარეობს. ციხე თავისი ბნელი და სისხლიანი ისტორიით არის ცნობილი.
თამაშში მოქმედება თორქის ციხეში მოხვედრისთანავე იწყება. როგორც კი მთავარი გმირი თავის კამერაში შედის, პატიმრები მასზე საუბარს იწყებენ და მცირე დროის შემდეგ მიწისძვრა ხდება, ხოლო სხვა პატიმრებს კი უცნობი არსებები კლავენ.
კამერიდან გათავისუფლების შემდეგ, თორქი გზაში ნგრევასა და ხოცვა-ჟლეტას ხედავს, რომელიც უცნობმა არსებებმა მოაწყვეს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას წინ ელოდება.