Thailand Openსნუკერის პროფესიონალური ტურნირი, ორგანიზებული ბერი ჰირნისა და მისი Matchroom Sports-ის მიერ. სხვადასხვა დროს იმართებოდა სახელწოდებებით Thailand Open, Thailand Classic, აგრეთვე Thailand Masters, რომლებიც 1989/90 წლების სეზონიდან 2001/02 წლების სეზონამდე რეიტინგული იყო. ამჟამად იშვიათად ტარდება, როგორც არარეიტინგული ტურნირი და არ შედის მეინ-ტურის კალენდარში.

მარკ უილიამსმა და ჯეიმზ უოტანამ (ადგილობრივი მოთამაშე) სამ-სამჯერ გაიმარჯვეს ტურნირზე.

გამარჯვებულები რედაქტირება

წელი ჩემპიონი ფინალისტი ანგარიში სეზონი
Thailand Masters (არარეიტინგული)
1984   ჯიმი უაიტი   ტერი გრიფითსი 4:3 1984/85
1985   დენის ტეილორი   ტერი გრიფითსი 4:3 1985/86
1986   ჯეიმზ უოტანა   ტერი გრიფითსი 2:1 1986/87
1992   სტივ დეივისი   სტივენ ჰენდრი 6:3 1991/92
Thailand Open (რეიტინგული)
1994   ჯეიმზ უოტანა   სტივ დეივისი 9:7 1993/94
1995   ჯეიმზ უოტანა   რონი ო’სალივანი 9:6 1994/95
Thailand Classic (რეიტინგული)
1995   ჯონ პეროტი   ნაიჯელ ბონდი 9:6 1995/96
Thailand Open (რეიტინგული)
1996   ალან მაკმანუსი   კენ დოერტი 9:8 1995/96
1997   პიტერ ებდონი   ნაიჯელ ბონდი 9:7 1996/97
Thailand Masters (რეიტინგული)
1998   სტივენ ჰენდრი   ჯონ პეროტი 9:6 1997/98
1999   მარკ უილიამსი   ალან მაკმანუსი 9:7 1998/99
2000   მარკ უილიამსი   სტივენ ჰენდრი 9:5 1999/00
2001   კენ დოერტი   სტივენ ჰენდრი 9:3 2000/01
2002   მარკ უილიამსი   სტივენ ლი 9:4 2001/02
Thailand Masters (არარეიტინგული)
2003[1]   ნოპადონ ნოპაჩორდნი   რომ სურინი 5:4 2002/03
2007   მარკო ფუ   ისარა კაჩაივონი 5:3 2006/07

1999 წელს საკვალიფიკაციო რაუნდში ედრიან განელმა მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ეს ტურნირი და მისი შემდგომები არ იმართებოდა მეინ-ტურის კალენდარში