კატისთვალა გველი

(გადამისამართდა გვერდიდან Telescopus)

კატისთვალა გველი (ლათ. Telescopus) — გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. თვალის გუგა სინათლეზე ვერტიკალურადაა შევიწროებული და კატისას მოგვაგონებს. აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. გვარი შეიცავს 12 სახეობას. ამიერკავკასიაში 1 სახეობაა — ჩვეულებრივი კატისთვალა გველი — Telescopus fallax, რომელიც ცნობილია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ბინდისა და ღამის ცხოველია. იკვებება პატარ-პატარა ცხოველებით. ადამიანისათვის უვნებელია, კბილების მდებარეობა დაშხამვის საშუალებას არ იძლევა.

კატისთვალა გველი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
გვარი:  კატისთვალა გველი
ლათინური სახელი
Telescopus

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 5, გვ. 437, თბ., 1980