Tatra T6A2
T6A2 — ჩეხური წარმოების ერთსექციური, ოთხღერძიანი, მოტორებიანი ტრამვაის ვაგონი, რომელსაც 1985–1999 წლებში კომპანია ČKD Tatra აწარმოებდა. ეს ვაგონი მისი წინამორბედებისგან სრულიად განსხვავებულია. მან წარმატებით ჰპოვა გავრცელება ვიწროგობარიტიანი ტრამვაის სისტემებში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებში.
T6A2 | |
---|---|
აგებული ვაგონების რაოდენობა | 348 |
გამოშვების წლები | 1985-1999 |
სიგრძე (ბუფერებამდე) | 14 მ /> |
სიგანე | 2,2 მ /> |
სიმაღლე | 3,11 მ/> |
მოტორების ჯამური სიმძლავრე | 180 kW |
ადგილების რაოდენობა | 20-29 დასაჯდომი />81/129 დასადგომი (B6A2: 92/147) |
მწარმოებელი | ČKD Tatra |
ვარიაციები
რედაქტირებაT6A2D/B6A2D
რედაქტირება1980–იანი წლების დასასრულს აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებში გაჩნდა ახალი ტრამვაის ვაგონების საჭიროება, მოძველებული ტრამვაის პარკის განახლებისათვის, ამიტომ კომპანია ČKD Tatra–მ 1985 წელს დაიწყო აღნიშნული ვაგონების გამოშვება. ახლადაგებული ვაგონების გამოცდა პრაღაში წარმოებდა, რის შემდეგაც ტატრა T6A2 ვაგონების პირველი პარტია დრეზდენმა მიიღო. 1988–1991 წლებში აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებს 174 ვაგონი მიეწოდა. მათგან უმსხვილესი დამკვეთი ბერლინი იყო, სადაც T6A2 და B6A2 177 ერთეულმა მოიყარა თავი, გარდა იმ 5 ვაგონისა, რომლებიც 1995 წელს როსტოკს გადაეცა.
T6A2B
რედაქტირებაT6A2B შეიქმნა სოფიას ტრამვაის ქსელისთვის. პირველი 40 ვაგონი 1991 წელს აიგო, ხოლო მომდევნო 17,_1999 წელს.
T6A2H
რედაქტირებაუნგრეთის ქალაქ სეგედს 13 ერთეული T6A2 მიეწოდა, სადაც ისინი T6A2H–ად გადაკეთდა და 1997 წელს ექსპლუატაციაში ჩაეშვა.
პროდუქციის გაყიდვები
რედაქტირება1985–1999 წლებში სულ აიგო 256 T6A2 და 92 B6A2 (მისაბმელი ვაგონი), რომლებიც მიეწოდა შემდეგ ქალაქებს:
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
სოფია | სოფიის ტრამვაი | T6A2B | 1991 – 1999 | 57 ვაგონი | 2001 – 2057 |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
სეგედი | სეგედის ტრამვაი | T6A2H | 1997 | 13 ვაგონი | 900 – 912 |
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ბერლინი | ბერლინის ტრამვაი | T6A2D | 1988 – 1990 | 118 ვაგონი | 218 101 – 218 218 | |
დრეზდენი | დრეზდენის ტრამვაი | T6A2D | 1985 – 1988 | 4 ვაგონი | 226 001 – 226 004 | |
ლაიფციგი | ლაიფციგის ტრამვაი | T6A2D | 1988 – 1991 | 28 ვაგონი | 1001 – 1028 | |
მაგდებურგი | მაგდებურგის ტრამვაი | T6A2D | 1989 | 6 ვაგონი | 1275 – 1280 | შვერინის ვაგონების ნომრებია 1281 – 1286 |
როსტოკი | როსტოკის ტრამვაი | T6A2D | 1989 – 1990 | 24 ვაგონი | 601 – 624 | |
შვერინი | შვერინის ტრამვაი | T6A2D | 1989 | 6 ვაგონი | ექსპლუატაციაში არ გაშვებულან | ვაგონები მიჰყიდეს მაგდებურგს |
(აღნიშნული ვაგონების რაოდენობა შესაძლოა დღეისათვის სხვადასხვა ქალაქში შეცვლილი იყოს)