Take Your Time
Take Your Time — ამერიკელი მომღერალ და მუსიკოს სკეტმენ ჯონის მესამე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, გამოცემული აღნიშნული ფსევდონიმით. გამოვიდა 1999 წლის 1 ივნისს.
Take Your Time | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 1 ივნისი, 1999 | |||
ჩაიწერა | 1999 | |||
სტუდია |
TGN Studios Das Studio, ბრემენი Scatland Studios Ton Art Studios, ბრემენი | |||
ჟანრი | პოპ-მუსიკა, ევროდენსი | |||
ხანგრძლივობა | 42:28 | |||
ლეიბლი | RCA Records | |||
პროდიუსერი | სკეტმენ ჯონი, კაი მათისენი | |||
სკეტმენ ჯონი — ქრონოლოგია | ||||
|
მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერის დროს ფილტვების კიბო აწუხებდა, მომღერალმა მოასწრო დისკის დასრულება. 3 დეკემბერს სკეტმენი გარდაიცვალა კალიფორნიაში (აშშ), საკუთარ სახლში. ალბომიდან ოფიციალური მუსიკალური ვიდეოები არ გამოცემულა.
ალბომიდან ოთხი სინგლი გამოიცა. „Scatmambo“ შევიდა გერმანულ ფილმში „პლანეტა დედამიწის სასიყვარულო სცენები“. იაპონიაში გამოვიდა ორმაგი A-მხარის მქონე „The Chickadee Song“/„Take Your Time“. „Take Your Time“ ევროპულ ქვეყნებში გამოვიდა, თავდაპირველად 6 სიმღერით, მოგვიანებით - 4 სიმღერით, სკეტმენ ჯონის გარდაცვალების შემდეგ. „Ichi Ni San“ ასევე გამოიცა ევროპაში და გერმანიაში წარმატება იქონია.
ალბომის ანოტაციებში წერია - This album is dedicated to you (ქართ. ალბომი თქვენ გეძღვნებათ.)[1]
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ჯონ ლარკინი, გარდა მითითებულისა.
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Take Your Time“ | ჯონ ლარკინი, არონ სტრობელი | 3:46 |
2. | „Scatman's Dance“ | ლარკინი, რობინ მასტერსი | 3:24 |
3. | „The Chickadee Song“ | ტობი გედი, ლარკინი, ჟაკლინ ნემორინი | 3:21 |
4. | „Take Me Away“ | ლარკინი, მასტერსი | 3:52 |
5. | „Scat Me If You Can“ | რაინერ გეფრი, ლარკინი | 3:58 |
6. | „I Love Samba“ | ალექსანდერ ბეკენდორფი, ლარკინი, მაიკ ვერნი | 3:42 |
7. | „Sorry Seems to Be the Hardest Word“ (ელტონ ჯონი) | ბერნი ტოპენი | 4:56 |
8. | „Ichi Ni San... Go!“ | ლარკინი, კაი მათისენი | 4:14 |
9. | „Dream Again“ | 3:53 | |
10. | „Everyday“ | გეფრი, ლარკინი | 3:41 |
11. | „Night Train“ | ლარკინი, Halsonic, კარენ მიულერი | 3:16 |
12. | „Scatmambo“ | პერეს პრადო | 3:08 |
საერთო ხანგრძლივობა: | 42:28 |
იაპონური გამოცემის დამატებითი სიმღერები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
13. | „Take Your Time“ (Pierre J's Radio Edit) | 3:07 |
14. | „The Chickadee Song“ (A Little Bit Faster) | 3:50 |
15. | „Sorry Seems To Be The Hardest Word“ (რადიოს ვერსია) | 4:31 |