ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

T-50 — საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითთა ტანკი რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა,ეს ტანკი გამოირჩეოდა სიძვირით რის გამო ძალიან მცირე რაოდენობითაა გამოსული,მხოლოდ 69 ასეთი ტანკი აიწყო

T50
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 14
ეკიპაჟი, კაცი 4
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1941—1942
გამოშვების რაოდენობა 63
ძირითადი ოპერატორები საბჭოთა კავშირი
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2.47
სიმაღლე, მმ 2.16
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 12-37მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 45მმ
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ DT
მობილურობა
ძრავის ტიპი 5DTF 5-ცილინდრიანი დიზელის ძრავა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 300
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 60
გადაადგილების მარაგი, კმ 220

პროდუქციის ისტორია

რედაქტირება

ესპანეთის სამოქალაქო ომი - ის გამოცდილებით საჭირო იყო მთლიანად წითელი არმიის სატანკო პარკის ახალი ტანკებით ჩანაცვლება ან მოდერნიზება რადგან ამ ომში ძალიან დიდი რაოდენობით ტანკი დაკარგეს თუმცა ეს ტანკები ყველა იყო უცხოური რომელიც ლიცენზირებული ასლები იყო,ყველაზე გავრცელებული იყო T-26 ტიპის მსუბუქი ტანკი რომელიც ასლი იყო ბრიტანული Vickers 6-Ton - ის თუმცა მას შეცვლილი ჰქონდა ქვემეხი და ტყვიამფრქვევების მაგივრად საბჭოთა წარმოების 45მმ ქვემეხი ეყენა,T-50 ის მიზანი კი იყო მთლიანად ჩაენაცვლებინა T-26 და ბტ სერიის მსუბუქი ტანკები ამიტომაც გამოუშვეს საშუალო და მძიმე ტანკების გამოშვება,რის შემდეგადაც გამოუშვეს საშუალო T-34 და მძიმე KV-1 , KV-2 IS-2/IS-3.

მისი შემქნა დაიწყო OKMO - ს საკონსტრუქტორო ბიუროში ნომერ 183-ში ქალაქ ლენინგრადში ს.გინზბურგის და ლ.ტროინოვს ხელმძღვანელობით.ამ დროს კი უკრაინაში შეიქმნა საშუალო ტანკი T-34 რომელმაც დაიწყო ბტ სერიის მსუბუქი ტანკების მთლიანად ჩანაცვლება რომელიც იყო ძალიან ეკონომიური და ძლიერი. ოპერაცია ბარბაროსას დაწყების თანავე საჭირო იყო ქარხნების დაშლა და სხვადასხვა ადგილას გადატანა რის შემდეგადაც OKMO-მ გადაინაცვლა ომსკში სადაც დაიწყო მისი წარმოება,ეს ტანკი ძალიან მალე შეიქმნა თუმცა მას ჰქონდა ბევრი ტექნიკური პრობლემა და ბევრად მეტ ხარჯებს მოითხოვდა ვიდრე T-34 - ი ტიპის საშუალოს ტანკი,ამავე დროს კიდევ ერთი მსუბუქი ტანკი T-60 უკვე დიდი რაოდენობით იწარმოებოდა ამიტომაც ის მხოლოდ 63 მოდელი გაკეთდა მათგან მხოლოდ 48 იყო შეიარაღებული,მისი წარმოება კი დასრულდა 1942 წელს.

T-50 - იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით იყო გამორჩეული რადგან მას ჰქონდა ახალი დიზელის ძრავა ასევე დახრილი ჯავშანი ყველა ადგილზე და რაც მთავარი ქვემეხისთვის 3 ტანკისტი მუშაობდა რომელიც 1942 წლისთვის არცერთ საბჭოთა ტანკს არ ჰქონდა. 1939-43 წლის საბჭოთა ტანკების ეკიპაჟი შედგებოდა 2 ან 1 ტანკისტით ქვემეხთან,3 კაცი ქვემეხთან იყო ბევრად ეფექტიანი,ასევე მას დამატებული ჰქონდა რადიოები.

 
T-50 ფინური ემბლემით

როგორც სხვა საბჭოთა ტანკები ეს ტანკიც ძალიან ვიწრო იყო რაც არაკომფორტულობას ჰქმნიდა ასევე მას ჰქონდა V-4 ტიპის ძრავა რაც პრობლელებს უქმნიდა რადგან ეს ძრავა სპეციალურად მისთვის იყო შექმნილი და შესაბამისად მისი გამოყენება უფრო ძვირი ჯდებოდა ვიდრე სხვა ტანკებს ისინი სატვირთო მანქანის ძრავებით იყვნენ მაგალითად T-60 და T-70 მსუბუქი ტანკები და ასევე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი SU-76 - ჰქონდა გაზის სატვირტო მანქანის ძრავები ხოლო ძალიან მობილურ ტანკ ბტ ს ასევე T-34,KV-1,IS-2 -ს კი V-2 ის ძრავები რომლის შეკეთება ბევრად იაფი ჯდებოდა

საბრძოლო ისტორია

რედაქტირება

T-50 მეორე მსოფლიო ომში გამოიყენებოდა ლენინგრადის ფრონტზე თუმცა არაა ცნობილი თუ როგორ იბრძოდა ომში და სურათებიც ძალიან ცოტაა.ფინეთის არმიას კი გააჩნდა 1 გაძლიერებულ ჯავშნიანი T-50 რომელიც ნაალაფარდ დარჩათ 1944 წელს,ყველაზე გავრცელებული მსუბუქი T-60 და T-70 სულ მალე ჩაანაცვლა საშუალო T-34 ებმა ხოლო მათ იყენებდნენ სადაზვეროდ

T-50-ის გადასარჩენად

რედაქტირება

დღეს დღეისობით მხოლოდ და მხოლოდ 2 T-50 შემორჩენილი მათგან ერთი არის კუბინკას ჯავშანტექნიკის მუზეომში და მეორე ფინეთის მუზეომ პაროლაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/T-50“-დან