T-70
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
T-70 — საბჭოთა მსუბუქი მსუბუქი ტანკი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, შემუშავებული 1941 წელს გორკის საავტომობილო ქარხანაში (ГАЗ). მას უნდა ჩაენაცვლებინა მისი წინამორბედი მსუბუქი სადაზვერო ტანკი T-60 და ასევე T-50 მსუბუქი ტანკი, ამავე დროს გამოდიოდა T-80 ტიპის მსუბუქი ტანკი, რომელიც იყო T-70-ის 3 კაციანი ვერსია, ქვემეხისთვის ამ ტანკზე მუშაობდა 2 ტანკისტი მაშინ როდესაც T-70 - ში მხოლოდ 1 ტანკისტი მუშაობდა ქვემეხზე, თუმცა ეს ვარიანტი ძალიან მცირე რაოდენობით გამოვიდა, ამის გარდა გამოუშვეს ექსპერიმენტული ვერსია T-90, რომელიც იყო თვითმავალი საზენიტო დანადგარი და ჰქონდა 2 შეწყვილებული საზენიტო ტყვიამფრქვევი, რომელიც დაყენებული იყო T-70-ის შასზე. გააჩნდა 1 45მმ ქვემეხი 45 ჭურვის ამუნიციით და 1 7,62მმ ტყვიამფრქვევი. მისი ეკიპაჟი შედგებოდა მხოლოდ და მხოლოდ 2 ტანკისტისგან, მძღოლისა და მეთაურისგან, რომელიც ერთად 2 სამუშაოს აკეთებდა : 1) დამიზნება 2) დატენვა. ჯავშანი სხვა დანარჩენი მსუბუქი ტანკებისგან განსხვავებით უფრო კარგად დაჯავშნული იყო: წინიდან ჰქონდა 60მმ ჯავშანი, გვერდებზე 45მმ და ზემოდან 10მმ.
T-70 | |
---|---|
მუზაომში მდგარი T-70 | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 9,2 |
ეკიპაჟი, კაცი | 2 |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1942—1943 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1942-1948 |
გამოშვების რაოდენობა | 8,226 |
ძირითადი ოპერატორები | საბჭოთა კავშირი |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 2.32 |
სიმაღლე, მმ | 2,04 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | მაქს.60მმ |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 45მმ |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 45 |
ტყვიამფრქვევები | 1 × 7,62-მმ DT |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | 2 GAZ-202 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 70 + 70 ც.ხ.ძ.ლ |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 45 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 360 |
პროდუქციის ისტორია
რედაქტირება1942 წელს საბჭოთა გენერლები მიიჩნევდნენ, რომ წითელ არმიაში არ იყო საკმარისი მსუბუქი ტანკები, თუმცა T-34 დიდი რაოდენობით ფიგურირებდა, ამ ტანკს უმეტესი გერმანული ტანკი ვერაფერს აკლებდა, მაგრამ მცირე ქარხნები, რომლებსაც არ შეეძლოთ მსგავსი საშუალო და მძიმე ტანკების გამოშვება რჩებოდნენ უმოქმედოთ, ამიტომაც პირადად ნიკოლა ასტოვს დაევალა შეექმნა ახალი მსუბუქი ტანკი, რადგან მისი წინამორბედ T-60-ს ჰქონდა ძალიან მსუბუქი ქვემეხი, ხოლო T-50 კი ძალიან მცირე რაოდენობით გამოვიდა.
No. 38 ქარხანამ ნიკოლა ასტროვის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალ ტანკზე მუშაობა.
მის პირველ მოდელებს ჰქონდათ GAZ-202-ის ძრავა, რომელიც იყო მუხლუხთან ძალიან ახლოს და სწორედ ეს იყო მისი პირველი და უმთავრესი პრობლემა, თუმცა ეს მალევე აღმოფრქვეს და გამოუშვეს ახალი T-70M, რომელსაც ეს პრობლემა აღარ აწუხებდა, გარდა ამისა მას შეეცვალა ქვემეხი, ხოლო კალიბრი იგივე დარჩა, თუმცა კოშკურას მოუხსნეს შედუღებული ჯავშნის ფურცლები და გადაიტანეს შასზე.
მალევე 1942 წელს გამოვიდა ახალი საბჭოთა თვითმავალი საარტილერიო დანადგარი SU-76, რომელიც იყო ამ ტანკის შასზე, რომელიც იყო გადაკეთებული და იყო ბევრად უფრო გრძელი და ჰქონდა 2×GAZ-203 ტიპის ძრავა. ეს ტანკი იწარმოებოდა ნომერ 37-ე ქარხანაში, მაშინ როდესაც მისი წინამორბედი ნომერი 38 იწარმოებოდა და 1942 წელს მთლიანად ჩაანაცვლა T-60 ტიპის მსუბუქი ტანკები, ხოლო 1943 წელს მისი წარმოება შეწყდა და საერთო ჯამში გამოვიდა 8,226 ეგზემპლიარი.
მსუბუქი ტანკების დაცემა
რედაქტირებაქვემეხზე ერთი კაცი, როგორც თითქმის ყველა საბჭოთა მსუბუქ ტანკში, იყო ძალიან დიდი შეცდომა, რადგან მეთაურს უჭირდა თან დამიზნება და თან ქვემეხის დატენვა. ამ მსუბუქი ტანკების ძირითადი მიზანი კი იყო დაზვერვაც და ქვეითების მხარდაჭერა, თუმცა როდესაც SU-76 გამოვიდა, მან აჯობა მსუბუქ ტანკებს ქვეითების მხარდაჭერაში, რადგან ის ისროდა მათზე შორს და თან მისი ქვემეხი მომაკვდინებელი იყო ნებისმიერი გერმანული ტანკისთვის, ამიტომაც მას უკვე ერთი ფუნქცია დაკარგული ჰქონდა სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ დაჯავშნულ ავტომობილს უფრო კარგად და სწრაფად შეეძლო დაეზვერა ნებისმიერი ობიექტი, ვიდრე ტანკს.
1943 წლის ნოემბერში საბჭოთა არმიის რეორგანიზაცია მოხდა და დაემატა ახალი T-34/85, რომელიც მთელი ომის პერიოდში გამოდიოდა, მსუბუქი ტანკები კი გადაკეთდა თვითმავალ საარტილერიო დანადგარებად, თუმცა ამით მსუბუქ ტანკებზე მუშაობა არ შეჩერებულა და მუშაობდნენ მცურავ ტანკზე, შედეგად კი მიიღეს 1954 წელს PT-76, რომელიც დღემდე ბევრი ქვეყნის შეიარაღებაშია.
T-90
რედაქტირებარეალურად საბჭოთა თვითმავალი საზენიტო არტილერია 1942 წელს ჩამოყალიბდა, მაშინ როდესაც პირველად გამოვიდა T-60 და დაუყენეს 2 შეწყვილებული საზენიტო ტყვიამფრქვევი დშკ, ამის შემდეგ კი გამოვიდა ახალი ZSU-37, რომელსაც 1 მძიმე ტყვიამფრქვევი ეყენა და განთავსებული იყო SU-76-ის შასზე. ამავდროულად შეიქმნა T-90, თუმცა მხოლოდ საცდელ ვერსიად დარჩა.
გალერეა
რედაქტირება-
კუბინკას ჯავშანსატანკო მუზეუმში
-
კუბინკას ჯავშანსატანკო მუზეუმში
-
კუბინკას ჯავშანსატანკო მუზეუმში
-
მონუმენტი ბელორუსიაში
-
მონუმენტი ბელორუსიაში
-
მონუმენტი ბელორუსიაში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- T-70 Light Tanks დაარქივებული 2007-03-19 საიტზე Wayback Machine. at WWIIVehicles.com
- Specifications at WWIITanks.co.uk დაარქივებული 2006-09-24 საიტზე Wayback Machine.
- Photo gallery at svsm.org დაარქივებული 2011-06-04 საიტზე Wayback Machine.
- T-70 tanks, T-70 მუზეომში