T-60
T-60 იყო მსუბუქი სადაზვერო ტანკი რომელიც იწარმოებოდა 1941–1942 წლებში საბჭოთა კავშირში, სულ გამოშვებული იქნა 6,292 ასეთი ტანკი, მას კი მთლიანად უნდა ჩაენაცვლებინა ასევე მსუბუქი T-38
T60 | |
---|---|
ნაალაფარი T-60 | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 5,8 |
ეკიპაჟი, კაცი | 2 |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1941—1942 |
გამოშვების რაოდენობა | 6,292 |
ძირითადი ოპერატორები | საბჭოთა კავშირი |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 2.30 |
სიმაღლე, მმ | 1,75 |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | 7-20მმ |
შეიარაღება | |
ტყვიამფრქვევები | 20 მმ TNSh, 1 × 7,62-მმ DT |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | GAZ-202 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 60 |
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი | 12 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 44 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 450 |
განზრახვა
რედაქტირებანიკოლა ასტოვმა თავის გუნდთან ერთად მოსკოვის No. 37 ქარხანაში დაიწყო მუშაობა ახალ მსუბუქ მზვერავ ტანკზე. ახალი ტანკი კი უნდა შემქნილიყო T-40-ის ბაზაზე, რომლის წარმოება 1940 წელს მათ კი შექმნეს T-30A და T-30B ასევე მხოლოდ ხმელეთზე მოსიარულე და შექმნეს T-40S, რომელიც მხოლოდ პროტოტიპად დარჩა, T-30B კი ასევე მძიმედ დაჯავშნული, ხოლო შასი კი იყო T-40-ის თუმცა ეს ტანკები შეიარაღებაში არ მიიღეს და თუმცა T-60 სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს
პირველად მისი შეიარაღება კი მსუბუქი 12,7მმ ტყვიამფრქვევი ისევე როგორც T-40-ის თუმცა შემდგომშ მას სატანკო ვერსია TNSh დაუყენეს რომელიც მოიერიშე Il-2-ზე ასევე გამანადგურებლებზე Yak-1, I-153 და I-16, La-5 და La-7, LaGG-3 ეყენა რომელიც არცთუ ისე ეფექტიანი იყო ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგოდ თუმცა ქვეითების საწინააღმდეგოდ კი შეუცვლელი ამიტომაც მას ახალი 37მმ დაუყენეს ZIS-19 თუმცა მცირე ამუნიცია ჰქონდა.ამ ტყვიამფრქვევს შეეძლო 15მმ ჯავშნის გახვრეტა 500მმ რადიუსში.
მალევე კი გამოვიდა მისი ექსპერიმენტული საზენიტო ვერსია T-90, თუმცა არ გაამართლა და ეს ვერსია T-70-ის შასზე გადაიტანეს
მფრინავი ტანკი
რედაქტირება1942 წელს როცა გერმანული არმია შეტევაზე იყო გადასული საჭირო იყო შეექმნათ პარტიზანული ტანკი რომელიც იქნებოდა მფრინავი და ბრძოლის დაწყებამდე მოწინააღმდეგის ზურგში უნდა დამჯდარიყვნენ ამის შექმნის ბრძანება კი გასცა იოსებ სტალინმა, შედეგად მიიღეს ბომდამშენ TB-3-ის ფრთებიანი ტანკი, ბომდამშენს მთლიანად მოხსნილი ჰქონდა შეიარაღება ასევე ძალიან შეამცრიეს საწვავის ოდენობა, მან გაფრენაც განახორციელა რომელიც თავიდან წარმატებულად ჩანდა თუმცა შემდგომში ბომდამშენი ძრავა გადახურდა და მშვიდობიანათ დასვა მფრინავი ტანკი პილოტმა ხმელეთზე, სწორედ ძრავის გადახურების გამო არ მიიღეს შეიარაღებაში, მხოლოდ 1 ეგზემპლარი გამოვიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [1] Battlefield.ru