Stronghold (ქართ. „ციხესიმაგრე“) — ისტორიული და რეალური დროის სტრატეგიული (RTS) ჟანრის კომპიუტერული თამაში, რომელიც შექმნა კომპანიამ Firefly Studios 2001 წელს. გამოუშვა Take 2 Interactive და God Games-მა. თამაში ახდენს ციხე-სიმაგრის მშენებლობის, შეტევის და თავდაცვის სიმულაციას. თამაში ვითარდება შუასაუკუნოვან ბრიტანეთში 1066 წელს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშში ყოველთვის არ არის დროის ლიმიტი და სცენარის გაგრძელება შეიძლება მოხდეს ასი წლის მერეც. თამაში გვაძლევს საშუალებას ისევე როგორც ეკონომიკური, ასევე მილიტარისტული განვითარების საშუალებას და შესაბამისად არსებობს ეკონომიკური და მილიტარისტული კამპანიები. თამაშის მრავალი ასპექტი იყო პირველი თავის ჟანრში და თამაშის გამოსვლის მომენტში უნიკალური (მაგ: პოპულაციის პარამეტრი).[13]. თამაში სათავეს იღებს შუასაუკუნოვან ინგლისში მაღალი შუა საუკუნეების (XI-XIV) პერიოდში.

Stronghold

პირველი Stronghold-ის დისკის პოსტერი
დეველოპერ(ებ)ი გაერთიანებული სამეფოს დროშა Firefly Studios
გამომცემელი აშშ-ის დროშა Take 2 Interactive,
აშშ-ის დროშა God Games
სერია Stronghold
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, MacOS
გამოსვლის თარიღი 19 ოქტომბერი,2001[1]
ჟანრ(ებ)ი ისტორიული,
სტრატეგია, (რეალურ დროში)
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
პროდიუსერ(ებ)ი David Nulty, Brian M. McGinn, Josh Galloway[2]
დიზაინერ(ებ)ი Simon Bradbury, Eric Ouellet[2]
პროგრამისტ(ებ)ი Simon Bradbury, Andrew Prime, Andrew McNab[2]
მხატვარი Jorge Cameo, Darren White, Robert Thornely, Ben Condit, Dawn Silwick, Benjamin Lippert[2]
სცენარისტი Phil Busuttil, Eric Ouellette, Darren Thompson[2]
კომპოზიტორი Robert L. Euvinoref[2][3]
ვერსია 1.3 (HD) (Windows)
1.2 (Mac OS)
შეფასება Steam - 93%[1]
GSpy - 89/100[4]
IGN - 87% [5]
GameZone - 8.3/10 [6]
Metacritic - 81%[7]
MobyGames - 81[8]
GameWarcher - 8.0[9]
GameRankings - 79%[10]
GameSpot - 7.6[11]
EuroG - 6/10[12]
მოთხოვნილებები CPU - 300 მეგაჰერცი
RAM - 64 მბ
ROM - 750 მბ
საიტი http://www.fireflyworlds.com/

თამაშის სიუჟეტი

რედაქტირება

თამაში იწყება იმით რომ მეფე ლაშქრობას აწყობს ბარბაროსების წინააღმდეგ. ქვეყნის დატოვების შემდეგ სახელმწიფოში ჩნდება ჭორები შეთქმულებაზე, ზოგიერთ პროვინციაში არეულობაა, მაგრამ სერიოზულ ხასიათს ეს მოვლენები არ იღებს, მანამ სანამ ქვეყანაში არ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეფე ბარბაროსებს ჩაუვარდა ტყვედ. ამის შემდეგ ისედაც გათამამებული ფეოდალები (დუკ დე პიუსი, დუკ ბორეგარი, დუკ ტრიუფი, და დუკ ვულპე) აწყობენ აჯანყებას და ქვეყანაში იწყება სამოქალაქო ომი. თამაშის დაწყების მომენტში ქვეყანა(ინგლისი) გაყოფილია ხუთ ნაწილად, ოთხი მათგან ზემოთ ჩამოთვლილ ჰერცოგებს ეკუთნით ხოლო მეხუთეში ჯერ კიდევ რჩება მეფის ერდგული ხალხი. ომის პერიოდში რამდენიმე დიდგვაროვანმა მათ შორის მთავარი გმირის მამამ გადაწყვიტეს შეეჩერებინათ სისხლისღვრა, მაგრამ როდესაც მოსათათბირებლად შეიკრიბნენ, მათ დაესხნენ თავს და ამოწყვიტეს, დაჭრილმა და დაქანცულმა მთავარმა გმირმა ძლივს-ძლიობით დააღწია თავი იქაურობას, გაიქცა და თავი შეაფარა ყველასგან მივიწყებულ ნახევარკუნძულს სადაც შეიკრიბნენ მეფის ერთგული დარჩენილი მეომრები.

სამხედრო კამპანია

რედაქტირება

სამხედრო კამპანიის ერთადერთი და მთავარი მიზანია ინგლისის გაერთიანება რომელიც მოიცავს ამპარტავანი და მაღალქედი ჰერცოგების და გრაფების განდევნას და კანონიერი მეფის ძალაუფლების აღდგენას. სამხედრო კამპანიის გასვლის დროს გვხვდება მრავალი საინტერესო მოულოდნელი და შეიძლება საწყენი მომენტებიც.

პერსონაჟები

რედაქტირება

Duc de Puce (ვირთხა)

რედაქტირება

ბიოგრაფია

„ვირთხა“ უსუსტესი ჰერცოგებს შორის რომელიც დეპიუსების საგვარეულო მამაულში დაიბადა და ერთადერთი რომელიც ახერხებს გაქცევას როდესაც ყველა სხვას მთავარი გმირი კლავს. ჰერცოგი დე პიუსი მისი დედის მიმართ განსაკუთრებულად მოწყალე იყო და მოგვიანებით გადასახადებისგანაც გაათავისუფლა.დედა-შვილს სიღარიბეში არასოდეს უცხოვრიათ . ერთხელ მის სახლში მივიდა მაცნე და აუწყა, რომ "ვირთხას" ნამდვილი მამა თვით ჰერცოგ დე პიუსია რომლის სახლშიც დედამისი ოდესღაც მსახურობდა. დე პიუსების ოჯახი საზღვაო კატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა და ტიტულის და მიწების ერთადერთი მემკვიდრე ვირთხა გახდა.

Duc Beauregard (გველი)

რედაქტირება

ბიოგრაფია

„გველი“ ოდესღაც ერთ-ერთი უმსხვილესი და უმდიდრესი პროვინციის გუბერნატორი იყო და მდიდრულადაც ცხოვრობდა. მდიდარს მას ხდიდა გადასახადები რომლებსაც იგი ითვისებდა. როდესაც მეფემ ამის შესახებ შეიტყო, მან „გველი“ „ახალ კოლონიებში“ გააძევა. ერთ-ერთ თავის პირველ სამხედრო ლაშქრობაში მან დაკარგა თვალი მთავარი გმირის მამასთან ბრძოლაში და დაიფიცა, რომ არ დაწყნარდება სანამ მთავარი გმირის ოჯახის თავები არ დაამშვენებს მისი სასახლის კედლებს.

Duc Truffe (ტახი)

რედაქტირება

ბიოგრაფია

„ტახის“ ბავშობაზე ცოტა რამ არის ცნობილი თუ საერთოდ არის. ერთადერთი რასაც ხალხი ამბობს არის, რომ ის იმდენად მახინჯი დაიბადა, რომ მშობლებმა მასზე უარი თქვეს და ქუჩაში დატოვეს. მართალია, თუ არა ეს არ ვიცით. ხალხს შორის ამას ნახევრად ლეგენდის, ნახევრად ანეგდოტის ფორმა აქვს მიღებული. რადგან მშობლები არ ჰყავდა, „ტახი“ ცუდ გარემოცვაში აღმოჩნდა. მას ზრდიდენ ყაჩაღები და ბანდიტები რომლებიც ძარცვავდნენ სოფლებს და პატარა ქალაქებს, და როგორც ჩანს იმ პერიოდში მას საჭმლით არ ანებივრებდნენ. როცა „ტახი“ წამოიზარდა, მან ააგროვა საკმარისი გამოცდილება სამხედრო საქმეში და სათავეშიც ჩაუდგა ყაჩაღების დაჯგუფებას. დასახლებებზე რეიდების შემდეგ მას პირველ რიგში აინტერესებდა საჭმელი და ამის გამო შესამჩნევად წონაში მოიმატა.

ერთ-ერთი წარმატებული თარეშის შემდეგ „მგელი“ ეწვია მას და განუცხადა, რომ ეძებს ერთგულ მოკავშირეს. გაუგებარია როგორ დაარწმუნა მეფე „მგელმა“, რომ "ტახისთვის" მიენიჭებინა ჰერცოგის წოდება. მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი, რომ მეფე ტყვედ ჩავარდა „ტახმა“ დაიწყო მეზობელი პროვინციების დაპყრობა.

Duc Volpe (მგელი)

რედაქტირება

ბიოგრაფია

„მგლის“ ცხოვრება იდუმალებითაა მოცული და უმეტესი ნაწილი რასაც მასზე ცნობილი არის მხოლოდ ლეგენდები და ჭორები. მაგრამ ცნობილია, რომ მალევე რაც მას შეუსრულდა თვრამეტი წელი ორივე მისი მშობელი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზების გამო. მას მერე რაც მას ერგო ჰერცოგის წოდება ის გაემგზავრა სამოგზაუროდ. არავინ არ იცის სად დახეტიალობდა ამ ერთი წლის განმავლობაში.დაბრუნების შემდეგ მას ახალი მოკავშირე — „ტახი“ გაუჩნდა. მეფესთან ვიზიტის დროს მან შეიტყო ლაშქრობის შესახებ რომელსაც აწყობდა მეფე და მყისვე დაიწყო თავისი მეომრების მომზადება აჯანყებისთვის. თამაში ბოლოს მთავარი გმირი "მგელს" ხმალს უყრის მუცელში და აგდებს მას პარაპეტიდან. ითვლებოდა, რომ იგი მკვდარია სანამ არ გამოჩნდა თამაშის გაგრძელებაში "Stronghold 3"-ში

Sir Longarm (მარშალი)

რედაქტირება

„სერ ლონგარმი“ არის ჩვენი მრჩეველი და გარკვეულწილად მენტორი მთელი თამაშის განმავლობაში, რომელიც გვაძლევს არა ყოველთვის წარმატებულ და კარგ რჩევებს, როგორც პირველი მისიის შემთხვევაში სადაც მან ბანაკის აშენება მგლების ბილიკზე გვიბრძანა, მაგრამ მაინც უმეტეს შემთხვევაში მისი რჩევები ძალიან ადგება მთავარ გმირს, ანუ მოთამაშეს. სერ ლონგარმს უდიდესი წილი მიუძვის მეფის განთავისუფლებაში, იგი დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს და საბოლოოდ შეძლო შეთანხმება ბარბაროსებთან მეფის სიცოცხლის გამოხსნაზე.

„ლორდ ვულსაკი“ სერ ლონგარმთან ერთად იბრძოდნენ მეფის ძალაუფლების აღსადგენად. ლორდ ვულსაკი ბრძენი, კეთილი და ფრთხილი ადამიანი, რომელსაც ურჩევნია ყველაფერი წინასწარ, დეტალებში გათვალოს, ვიდრე ელვისებურად იმოქმედოს, მაგრამ მისი სიფრთხილე ცოტა რამით, თუ შეიძლება განასხვავო ლაჩრობისგან და ხშირად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. მისი სიცოცხლე ტრაგიკულად წყდება, როდესაც ის ტყვედ უვარდება "ტახს" და ხანგრძლივი წამების შემდეგ საბოლოოდ ღაფავს სულს.

„ლორდ მანიკინიზე“ ცნობები თითქმის არ მოიპოვება. როგორც სხვა ლორდები, სიკვდილის შიშის წინაშე ის დაემორჩილა მეფის წინააღმდეგ ამბოხებულებს და მისი საგრაფო "ვირთხის" კონტროლის ქვეშ მოექცა. ის იყო მრავალი ლორდისგან პირველი ვინც მეამბოხეებს დაუპირისპირდა. ეს უკავშირდებოდა იმას რომ მთავარმა გმირმა ბევრ წარმატებას მიაღწია ბრძოლის ველზე რის შედეგადაც „ვირთხის“ გავლენა საგრძნოებლად შემცირდა. „მგელი“ შიშობდა, რომ თუ ერთი ლორდი მაინც აჯანყდებოდა სხვებიც მიბაძავდნენ მას და ამიტომ უბრძანა „ვირთხას“ მოეკლა აჯანყებული ლორდი, მაგრამ მას ამაში ხელი შეუშალა მთავარმა გმირმა რომელიც იცავს ლორდ მანეკინის სოფელს და ეხმარება მას შეტევის მოგერიებაში.

თამაშში არსებული მეფე რიჩარდ ლომგულია. ამაზე მეტყველებს პირდაპირი პარალელები რიჩარდის ცხოვრებასთან, რომლებიც ნათლად შეგვიძლია დავინახოთ მაგალითად: რიჩარდის ტყვედ ჩავარდნა ავსტრიის ჰერცოგთან, რომელიც თმაშშია წარმოდგენილია, როგორც რიჩარდის ტყვედ ჩავარდანა ბარბაროსებთან და შემდგომი მისი სიცოცხლის გამოხსნისთვის დაწესებული თანხის შეგროვება, რომელიც ხდება თამაშის ერთ-ერთი მისიის არსი. ინგლისში ჩამოსვლისთანავე იგი სერ ლონგარმთან ერთად ხსნის მეორე ფრონტს, რითიც ალყაში აქცევს „მგელს“. თვითონ თამაშში იგი მხოლოდ ერთხელ, ბოლო მისიის წინ გველაპარაკება და გვანდობს სერ ლონგარმის და მისის გაერთიანებული ძალების სარდლობას. რიჩარდი ასევე გვხვდება Stronghold-ის სხვა თამაშებში როგორიცაა: Stronghold Crusader, Stronghold Crusader Extreme

Stronghold-ის სერია

რედაქტირება

თამაშმა გამოსვლისთანავე მოიპოვა დიდი პოპულარობა და მას მალევე გუჩნდა რამდენიმე გაგრძელება და სიკველი:

სახელწოდება გამოშვების წელი პლატფორმა შენიშვნები შეფასება MetaCritic-ზე
1 Stronghold 2001 Windows, MacOS მთავარი 81% ძალიან კარგი
2 Stronghold: Crusader 2002 Windows სპინოფი 78% ძალიან კარგი
3 Stronghold 2 2005 Windows მთავარი 63% საშუალო
4 Stronghold Legends 2006 Windows სპინოფი 57% საშუალო
5 Stronghold: Crusader Extreme 2008 Windows სპინოფი 45% ცუდი
6 Stronghold Kingdoms 2009 Windows სპინოფი 75% ძალიან კარგი
7 Stronghold 3 2011 Windows მთავარი 47% ცუდი
8 Stronghold: Crusader 2 2014 Windows მთავარი 65% საშუალო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Stronghold Steam Review. Steam (19 Oct, 2001). ციტირების თარიღი: 19 Oct, 2001.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Stronghold HD Manual. Firefly Studios (17 იანვარი, 2017). ციტირების თარიღი: 17 იანვარი, 2017.
  3. IMDB (PC:2001). IMDB. ციტირების თარიღი: 16.01.2017.
  4. Harker, Carla. Stronghold Review. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-26. ციტირების თარიღი: 2009-04-10.
  5. Stronghold. IGN (2001-10-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 2009-04-10.
  6. Lafferty, Michael. (2001-11-02) Stronghold Review. GameZone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-03. ციტირების თარიღი: 2009-04-10.
  7. Stronghold (PC:2001). Metacritic. ციტირების თარიღი: 2009-04-10.[მკვდარი ბმული]
  8. Stronghold. MobyGames. ციტირების თარიღი: 16.01.2017.
  9. Stronghold. GameWatcher. ციტირების თარიღი: 11 August 2003.[მკვდარი ბმული]
  10. Stronghold. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-04. ციტირების თარიღი: 2009-04-10.
  11. GameSpot On Stronghold. GameSpot. ციტირების თარიღი: Oct 21, 2001.
  12. Stronghold Review. Eurogamer (2001-11-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-02-16. ციტირების თარიღი: 2006-02-28.
  13. Stronghold. xeor-pw.info. ციტირების თარიღი: 2016-11-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Stronghold&oldid=4555476“-დან