Steeler
Steeler — 1980-იანი წლების ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი ნეშვილიდან. ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ : რონ კელი -ვოკალი და გიტარა, მაიკლ დანიგანი - გიტარა, ბობი ივა - დასარტყამი ინსრუმენტები და ტიმ მორისონი - ბასი.
Steeler | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ნეშვილი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, გლემ მეტალი, მძიმე როკი |
აქტიური | 1981-1984 |
ლეიბლ(ებ)ი | Shrapnel Records |
ყოფილი წევრები |
რონ კელი ინგვი მალსმტინი მაიკლ დანიგანი ბობი ივა ტიმ მორისონი მარკ ედვარდსი რიკ ფოქსი კურტ ჯეიმსი გრეგ ჩეისონი ბობი მარკსი მიჩ პერი |
ისტორია
რედაქტირება1982 წელს ჯგუფმა გამოუშვა სინგლი Cold Day in Hell. ბობ ივამ მალევე დატოვა ჯგუფი, ის შეცვალა დრამერმა მარკ ედვარდსმა. ამ ახალი შემადგენლობით არ გამოსულა ალბომი და სინგლები.
მალე დანიგანი და მორისონი წავიდნენ ჯგუფიდან. მათ ნაცვლად ჯგუფს შეუერთდა რიკ ფოქსი - ბასი და 18 წლის შვედი გიტარისტი - ინგვი მალსმტინი . ახალი ხაზით გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი სახელწოდებით Steeler, რომელმაც ნახა ზომიერი კომერციული წარმატება, გარდა ამისა, ამ ალბომის გამოშვების შემდეგ მალმსტინისა და კილის თაყვანისმცემლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
საბოლოოდ, ჯგუფი დატოვეს მალმსტინმა, ფოქსმა და ედვარდსმა, რომლებსაც ჩაენაცვლნენ კურტ ჯეიმზი - გიტარა, გრეგ ჩეისონი - ბასი და ბობი მარკსი - დასარტყმელი საკრავები. ამ შემადგენლობითაც ასევე არ გამოიცა ალბომი და სინგლები. ჯგუფის წევრების მუდმივი ცვლილებას გამო, Steeler -ს არასოდეს უსარგებლია მთავარი ხმისჩამწერი ლეიბლით. კილმა გადაწყვიტა დაშორებოდა ჯგუფს და დაეწყო ახალი პროექტი.
Steeler- მა ხანმოკლე დროით არსებობის მიუხედავად, შესძლო გამხდარიყო პოპულარული ჰევი - მეტალ ჯგუფი მსოფლიოში. მათი მუსიკა იყიდებოდა და საბოლოოდ საკონცერტო დარბაზებით მთავრდებოდა.
2005 წელს გამოვიდა კრებული „Metal Generation: The Steeler Anthology“, რომელშიც შეტანილი იქნა სინგლების, ალბომების, ბუტლეგებისა და სხვა ჩანაწერთა ნაწყვეტები.