ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიამონტე ქუიავა ვალენტინ ჰარპერი (ინგლ. Diamonté Quiava Valentin Harper; დ. 2 ივლისი, 1993, სანტა-კლარა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი რეპერი და მომღერალი. პროფესიონალურად ცნობილია როგორც Saweetie. 2017 წელს სადებიუტო სინგლის, „Icy Grl" გამოსვლის შემდეგ, ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ლეიბლთან Artistry Worldwide, რომელიც არის Warner Records-ის შვილობილი კომპანია.

Saweetie

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დიამონტე ქუიავა ვალენტინ ჰარპერი
დაბ. თარიღი 2 ივლისი, 1993 (1993-07-02) (31 წლის)
დაბ. ადგილი Hayward[1]
წარმოშობა სანტა-კლარა, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2016 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი saweetie.com
Saweetie ვიკისაწყობში

Saweetie-მ გამოუშვა სადებიუტო EP, High Maintenance, 2017 წელს. მეორე EP, Icy, გამოვიდა 2019 წლის მარტში. სადებიუტო ალბომს, Pretty Bitch Music წინ უძღოდა სინგლები „Tap In" და „Best Friend". ორივე ნამუშევარი ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 20-ში მოხვდა. 2021 წელს მიიღო ორი ნომინაცია 64-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოება, მათ შორის ერთი ნომინაცია საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

Saweetie დაიბადა 1993 წლის 2 ივლისს სანტა-კლარაში, კალიფორნია. გაიზარდა ჰეივარდში, მოგვიანებით კი ოჯახი გადავიდა საკრამენტოში. სწავლობდა Merrill F. West-ის საშუალო სკოლაში ტრეისში და დაამთავრა Monterey Trail-ის საშუალო სკოლა ელკ გროვში.[2][3][4][5] მუსიკის წერა 13 წლის ასაკში დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სწავლობდა კომუნიკაციასა და ბიზნესს. მოგვიანებით გადავიდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი კომუნიკაციაში.[6] სწავლის დასრულების შემდეგ დაიწყო მუსიკალური კარიერა.[7][8]

Saweetie-მ 2016 წელს დაიწყო ინსტაგრამზე ვიდეოების გამოქვეყნება. 2017 წელს პირველი ნამუშევარი „Icy Grl" ატვირთა SoundCloud-ზე. „Icy Grl"-ის ვიდეომ დიდი პოპულარობა მოიპოვა.[9][10] 2020 წლის ივნისისთვის ვიდეოს YouTube-ზე 100 მილიონამდე ნახვა ჰქონდა. იმავე თვეში გამოუშვა კიდევ ერთი ნამუშევარი „High Maintenance". 2017 წლის ოქტომბერში, გამოუშვა მუსიკალური კლიპი სიმღერისთვის „Focus".

2018 წლის იანვარში დასახელდა Tidal-ის კვირის საუკეთესო შემსრულებლად. ამავე დროს ის დასახელდა Pigeons & Planes-ის თვის საუკეთესო ახალ შემსრულებლად.[11] 2018 წლის თებერვალში Super Bowl LII-ის დროს, გამოჩნდა რიანას კოსმეტიკური კომპანიის, Fenty Beauty-ის რეკლამაში. იმავე თვეში კონტრაქტი გააფორმა Warner Bros. Records-თან, Gousse's record label-სა და Artistry Worldwide-თან. 2018 წლის თებერვალში შექმნა ხმისჩამწერი ლეიბლი, Icy Records. მან გამოუშვა პირველი EP, „High Maintenance", 2018 წლის 16 მარტს.[12][13][14] სინგლმა „Icy Girl" მიიღო ოქროს სერტიფიკატი 2018 წლის ივნისში და 2019 წლის სექტემბერში ბილბორდის რიტმული სიმღერების ეთერპლეის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.

2019 წლის მარტში გამოუშვა მეორე EP ალბომი, „Icy". ალბომის მთავარი სინგლი, „My Type" 21-ე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში.[15] სიმღერის რემიქსი ჯენე აიკოსა და City Girls-თან თანამშრომლობით გამოვიდა 2019 წლის აგვისტოში. „My Type" 2019 წლის სექტემბერში Rhythmic Radio ჩარტის სათავეში მოხვდა. ნამუშევარმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი აშშ-ში. 2019 წლის სექტემბერში, Saweetie თანამშრომლობდა PrettyLittleThing-თან და გამოუშვა ტანსაცმლის კოლექცია სახელწოდებით PrettyLittleThing x Saweetie.[16]

Saweetie-მ გამოუშვა ახალი სინგლი „Tap In", სადებიუტო ალბომიდან „Pretty Bitch Music" 2020 წლის ივნისში.[17] სინგლი გავიდა 20-ე ადგილზე ბილბორდის ცხელ ასულში და ასევე მოხვდა Mediabase-ის Urban Radio Chart-ს, Billboard x Triller აშშ-სა და გლობალურ ჩარტებში. 2020 წელს მოხვდა Forbes-ის 30 Under 30-ის მუსიკალურ სიაში და Variety-ის Hitmakers Impact-ის სიაში.[18] ამავე დროს გამოუშვა საკუთარი ვირტუალური საგანმანათლებლო შინაარსის სერია სახელწოდებით Icy University.[19] Saweetie-მ განაგრძო ბრენდის გაფართოება, მათ შორის საიუველირო ხაზით, კაფსულური ტანსაცმლის კოლექციებითა და მაკიაჟის კობრენდირებული კოლექციებით. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2021 წელს.

2021 წლის აპრილში გამოუშვა EP „Pretty Summer Playlist: Season 1", რომელშიც შედიოდა სინგლები „Risky" და „Talkin' Bout". ამავე პერიოდში ბრიტანულ ჯგუფთან Little Mix-თან ერთად გამოუშვა ნამუშევრის, „Confetti" რემიქსი. 2022 წლის 18 ნოემბერს გამოუშვა თავისი მეოთხე EP, The Single Life. EP-ს წინ უძღოდა სინგლი „Don't Say Nothin".[20] 2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ Saweetie დაიწყება ტურნეს YG-სა და Tyga-სთან ერთად, მაგრამ ტური გაუქმდა 2023 წლის სექტემბერში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://hedendaagsesieraden.nl/2024/04/05/saweetie/
  2. Fresh, Mikey. (November 8, 2017) Interview: Saweetie Turned Her "Icy Girl" Video Into A Career Springboard. ციტირების თარიღი: March 12, 2018
  3. Williams, Marcel. (November 13, 2017) Bay Area MC Saweetie Talks "Icy Grl" & Social Media Fame. HipHopDX. ციტირების თარიღი: March 12, 2018
  4. C.M., Emmanuel. (December 1, 2017) The Break Presents: Saweetie. ციტირების თარიღი: March 17, 2018
  5. Harper, Diamonte. Monterey Trail High School Varsity Volleyball.
  6. Saweetie Shows Off Her Bachelor's Degree From The University of Southern California en (May 18, 2020). ციტირების თარიღი: December 11, 2020
  7. Lyle, Ashley (February 14, 2018). „Rising MC Saweetie Talks Viral Hit "Icy Grl", Signing With Warner Bros. Records & the Value of Education“. Billboard. ციტირების თარიღი: March 12, 2018.
  8. Aynalem, Tali. (November 26, 2017) If You Haven't Heard These Songs, You're Sleeping. ციტირების თარიღი: March 12, 2018
  9. Saweetie | No Bright Lights, No Ice, No Sugar After Midnight en-US. ციტირების თარიღი: September 30, 2019
  10. Saweetie Releases "Icy Girl" Music Video (October 17, 2017).
  11. Odedina, Michelle; Corrigan, Graham; Moore, Jacob; Gardner, Alex. Best New Artists of the Month (January 31, 2018). ციტირების თარიღი: March 12, 2018
  12. India, Lindsey. (March 7, 2018) Saweetie Shares "High Maintenance" EP Tracklist and Release Date. ციტირების თარიღი: March 12, 2018
  13. Fresh, Mikey. (March 5, 2018) Premiere: Saweetie Reveals Tracklist For Debut EP 'High Maintenance'. ციტირების თარიღი: March 12, 2018
  14. Saponara, Michael (March 16, 2018). „Stream Saweetie's Debut Project 'High Maintenance': Listen“. Billboard. ციტირების თარიღი: March 19, 2018.
  15. „Saweetie Makes Hot 100 Debut, Is 7th Female Rap Act to Hit Chart in 2019 – The Most This Decade“. Billboard. October 7, 2019. ციტირების თარიღი: April 29, 2020.
  16. Saweetie Just Launched A PrettyLittleThing Collection & It's Almost Sold Out en (September 9, 2019). ციტირების თარიღი: September 30, 2019
  17. Tap In, June 17, 2020, https://open.spotify.com/album/3XpOIE22NDEl5VSguQGv2h. წაკითხვის თარიღი: August 5, 2020
  18. Kaufman, Gil. „2021 Forbes 30 Under 30 Music List: Roddy Ricch, Gabby Barrett, Doja Cat, Saweetie, Lil Baby & More“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 8, 2021.
  19. Victorian, Brande. (March 2, 2021) Saweetie Plans To Help Asian And Black Communities With New Foundation en-US. ციტირების თარიღი: April 8, 2021
  20. Saweetie Drops New EP 'The Single Life' en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-18. ციტირების თარიღი: 2022-11-18
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Saweetie_(მუსიკოსი)“-დან