შადეი
(გადამისამართდა გვერდიდან Sade)
შადეი (Sade, ʃɑːˈdeɪ shah-DAY) — ინგლისური რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფი, ჩამოყალიბეული 1983 წელს. მათ მუსიკაში არის რიტმ-ენდ-ბლუზის, სოულის, ჯაზის, ფანკისა და სოფტ როკის ელემენტები. ჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს მისი წამყვანი ვოკალისტის, შადეი ადუსგან სახელისგან.
შადეი | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა ბოსტონში, 2011 | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1982–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Epic, Portrait, RCA |
წევრები |
|
საიტი | sade.com |
შადეი ვიკისაწყობში |
ჯგუფის სადებიუტო ალბომი Diamond Life მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში და პლატინის სტატუსი შეიძინა. 1986 წელს შადეიმ მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისათვის. აშშ-ში გაყიდული ჯგუფის ალბომების რაოდენობა 23.5 მილიონ ასლს აღწევს. მსოფლიოში გაყიდულია ჯგუფის 50 მილიონზე მეტი დისკი. VH1-ის გამოკითხვაში ’ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელი’ შადეი #50 ადგილს იკავებს.[1]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Diamond Life (1984)
- Promise (1985)
- Stronger Than Pride (1988)
- Love Deluxe (1992)
- Lovers Rock (2000)
- Soldier of Love (2010)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- შადეი საიტზე Discogs
- შადეი საიტზე MySpace
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sade Announces First Tour in Eight Years. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-22. ციტირების თარიღი: 2009-06-14.