SOCAR Gas-ის გადამამუშავებელი ქარხანა

SOCAR Gas-ის გადამამუშავებელი ქარხანაბუნებრივი და თანმხლები აირის პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანში, გარადაღის რეგიონში, ბაქოში ლობკატანის დასახლებაში. 2009 წლის 7 ოქტომბრიდან შეუერთდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს . ქარხანა ახორციელებს ბუნებრივი აირის, ბუნებრივი აირის სითხეების, ბუნებრივი ბენზინის, აირის კონდენსატის, მძიმე კონდენსატების, მშრალი გაზის, კომერციული ბუტანის და კომერციული პროპან-ბუტანის ნარევის წარმოებას.

SOCAR Gas-ის გადამამუშავებელი ქარხანა დაარსდა 1958 წელს. იმ დროს ქარხნის შექმნის მთავარი მიზეზი იყო ბუნებრივი აირის, აირის კონდენსატის და მსუბუქი ნახშირწყალბადების გადამუშავება. გაზის გადამამუშავებელი ქარხანა დააპროექტა „GIPROAZNEFT“ ინსტიტუტმა, რომელიც საბჭოთა პერიოდში მუშაობდა. მშენებლობა შედგებოდა ორი ეტაპისგან. პირველი და მეორე კორპუსი დასრულდა 1961 წელს და მშენებლობა მიმდინარეობდა 1963-1964 წლებში. პირველი კორპუსის დასრულების შემდეგ ამოქმედდა სამი განყოფილება. აქ მიმდინარეობდა ბუნებრივი აირის ბენზინისგან განცალკევება (გამოხდა-დისტილაცია).

ქარხნის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდა წელიწადში დაახლოებით 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადამუშავება. 1986 წელს სიმძლავრის გასაზრდელად, ქარხანას ჩაუტარდა რეკონსტრუქციული სამუშაოები, შედეგად გადამუშავების წლიური მოცულობა გაიზარდა 6,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს, ასევე აშენდა 2 გაზსადენი. ამავდროულად, მიწისქვეშა გაზსადენი და წყალქვეშა მილები ჩანაცვლდა ზედაპირული მილსადენებით. 2003-2004 წლებში აშენდა ორი საზომი ქარხანა, „მაღალი წნევით ბუნებრივი აირის გამომავალი“ და „მთლიანი ბუნებრივი აირის გამომავალი“. 2009 წელს დადგინდა ქარხნის ბუნებრივი აირის მთლიანი გამოსავლიანობა.[1]

ტენდენციები გაზის გადამუშავებაში

რედაქტირება

2017 წლის დასაწყისიდან ქარხანაში გადამუშავების შემდეგ მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა 1,68 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგინდა. სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ გამოყენებული იქნა ქარხნის ბუნებრივი გაზის წლიური გადამუშავების 63%. გარდა ამისა, გადამუშავდა 11 000 ტონა ნავთი და 7500 ტონა ტექნიკური ბუტანი, აქედან 4600 ტონა ტექნიკური ბუტანი გადაეცა „Azerikimya“-ის წარმოების კავშირს. კონტრაქტის თანახმად, ქარხანა ამუშავებს „Azneft SOCAR“- ის ბუნებრივ აირს და გადამუშავების შემდეგ გადასცემს „Azerigas“- ს.[2][3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Company · SOCAR en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-28. ციტირების თარიღი: 2018-07-28
  2. „Gas processing plant names gas volume since early 2017“. AzerNews.az (ინგლისური). 2017-09-18. ციტირების თარიღი: 2018-07-29.
  3. „SOCAR-ın bu il Qaz Emalı Zavodunda təmizlənmiş təbii qazın həcmi 1,6 mlrd. kubmetr olub“. Report İnformasiya Agentliyi (აზერბაიჯანული). ციტირების თარიღი: 2018-07-29.