Rocket Lab (RL) — ახალზელანდიური და ამერიკული კერძო კოსმოსური კომპანია, რომელიც დააარსა ახალ ზელანდიელმა ინჟინერმა პიტერ ბეკმა 2006 წელს. კომპანიის მთავარი მიზანი მსუბუქი, იაფი და ეფექტური რაკეტების წარმოებაა, რომლებიც შეძლებენ მცირე თანამგზავერბის ორბიტაზე გაყვანას. Rocket Lab ფლობს თავისივე წარმოების ორსაფეხურიან რაკეტებს, სახელად „ნეიტრონი“ (Neutron). 2017 წელს დაიწყო ამ რაკეტის სატესტო ფრენები, ხოლო 2018 წელს პირველად შედგა წარმატებული გაშვება. ამავე წელს Rocket Lab შეუდგა კომერციული მისიების განხორციელებას. რაკეტა „ელექტრონი“ (Electron) დაკომპლექტებულია 9 რეაქტიული ძრავით „რეზერფორდი“ (Rutherford), რომლებსაც თვითონ კომპანია ამზადებს. დღეს Rocket Lab-ს შეუძლია ერთი გაშვებით 150კგ ტვირთის 500 კილომეტრიან ორბიტაზე გაყვანა. კომპანია თავისი რაკეტების მრავალჯერადი პროტოტიპის შექმნას ცდილობს. Rocket Lab-ის გენერალური დირექტორი არის მისი დამფუძნებელი პიტერ ბეკი. კომპანია ფლობს კოსმოდრომს ახალ ზელანდიაში (Rocket Lab Launch Complex 1). სტატიის დაწერის დროისთვის Rocket Lab-ს 16 მისია აქვს განხორციელებული, მათგან 15 წარმატებით.

Rocket Lab
ტიპი საჯარო კომპანია
დაფუძნდა ივნისი2006; 18 წლის წინ (2006-06); ოკლენდი, ახალი ზელანდია[1]
დამაარსებელი პიტერ ბეკი[1]
სათავო ოფისი ლონგ-ბიჩი, აშშ[2]
პროდუქცია კოსმოსური რაკეტები, რაკეტების ძრავები
შემოსავალი 35 160 000 $ (2020)
თანამშრომელი ≈500 (2019)[3]
საიტი rocketlabusa.com

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Rocket Lab Celebrates Rich Ten-Year History. Rocket Lab (2016). ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2017
  2. Masunaga, Samantha (21 March 2017). „Rocket Lab moves headquarters from Los Angeles to Huntington Beach“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 29 ივნისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. Pullar-Strecker, Tom (9 June 2019). „Rocket Lab keeps tabs on 117 rivals, but that's not what's keeping it busy“. Stuff. ციტირების თარიღი: 29 ივნისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Rocket_Lab&oldid=4278531“-დან