Resident Evil: Dead Aim
Resident Evil: Dead Aim, იაპონიაში ცნობილი, როგორც Gun Survivor 4: Biohazard: Heroes Never Die (იაპონ. ガンサバイバー4 バイオハザード ヒーローズ・ネバー・ダイ?) — სინათლის პისტოლეტის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია Cavia-მ[1][2] და გამოსცა Capcom-მა PlayStation 2-ის პლატფორმისთვის. იაპონიაში თამაში გამოვიდა 2003 წლის 13 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკაში 2003 წლის 17 ივნისს, ხოლო PAL-რეგიონისთვის, იმავე წლის 9 ივლისს. ეს არის რიგით მეოთხე ნაწილი „Gun Survivor“-ის სერიიდან. ეს ასევე პირველი თამაშია ფრენჩაიზიდან, სადაც წარმოდგენილია პირველი პირის შუტერისა და მესამე პირის ხედვის ნაზავი.
Resident Evil: Dead Aim | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Cavia |
გამომცემელი | Capcom |
სერია | Resident Evil |
პლატფორმ(ებ)ი | PlayStation 2 |
გამოსვლის თარიღი |
იაპ 13 თებერვალი, 2003 ჩრდ.ამ. 17 ივნისი, 2003 PAL 9 ივლისი, 2003 |
ჟანრ(ებ)ი | სინათლის პისტოლეტის შუტერი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი |
ეირო სირაჰამა ტაკუია ივასაკი |
პროდიუსერ(ებ)ი |
ტაცუია მინამი კოუძი ნაკაძიმა ჰიდესი ტატსუნო |
სცენარისტი | ნობურუ სუგიმურა |
კომპოზიტორი | ნობუიოსი სანო |
„Dead Aim“ში მესამე პირის ხედვა ჩნდება, მაშინ, როდესაც პერსონაჟი მოძრაობს, ხოლო პირველ პირისას, მაშინ, როდესაც უმიზნებს და ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან. ეს თამაში, ასევე არის სერიიდან ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, სადაც პერსონაჟს შეუძლია სიარულის პარალელურად გაისროლოს იარაღიდან.[3]
სიუჟეტის ცენტრშია ბრიუს მაკგივერნი, აშშ-ს მთავრობის სპეც-აგენტი, რომელსაც დავალებული აქვს კორპორაცია Umbrella-ს ყოფილი თანამშრომლის მიერ გატაცებული განსაკუთრებით საშიში „G ტიპის ვირუსის უკან დაბრუნება, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი გავრცელება.[4]
„Dead Aim“-მა მიიღო შერეული შეფასებები მიმოხილველებისგან. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 66.74% (47 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[5] და 65/100 (28 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Cavia (17 June 2003). Resident Evil: Dead Aim. Capcom.
- ↑ 岡本氏インタビュー. Nintendo Dream. Mainichi Communications Inc. (6 სექტემბერი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი, 2008.
- ↑ Resident Evil: Dead Aim Game Manual. Capcom, 10.
- ↑ Resident Evil: Dead Aim Game Manual. Capcom, 05.
- ↑ Resident Evil: Dead Aim for PlayStation 2 - GameRankings. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-07. ციტირების თარიღი: 2013-09-09.
- ↑ Review: Resident Evil: Dead Aim. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-28. ციტირების თარიღი: 2010-05-11.