Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო
Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო (ინგლ. Radiohead: The Secrets Of Daydreaming) — ამერიკელი ვიდეო ესეისტის და რეჟისორის რიში კანერიას ვიდეო ანალიზი, Radiohead-ის მუსიკალურ ვიდეოზე „Daydreaming“, რომელიც გააკეთა სტუდია Ragang Cinema-მ 2016 წელს. ვიდეო გაკეთებულია ინტერნეტ რესურსებზე დაყრდნობით და ავტორის პირადი ინტერპრეტაციების მიხედვით. ვიდეო ანალიზში საუბარია ვიდეო კლიპის ვიზუალურ მხარეზე, ტექსტის შინაარსზე და Daydreaming-ის პარალელებზე Radiohead-ს მთელ დისკოგრაფიასთან და ჯგუფის ვოკალისტის, ტომ იორკის, პირად ცხოვრებასთან. ვიდეო კლიპში ჯგუფის ვოკალისტი სხვადასხვა სიტუაციებში, სივრცესა და დროში მოძრაობს და მისი ხანგრძლივობა 6:24 წუთია.[1] სიმღერა შესულია Radiohead-ის 2016 წლის ალბომ A Moon Shaped Pool-ში მეორე სიმღერად.[2]
„Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო“ | |
---|---|
ჟანრი | დოკუმენტური |
ფილმის ტიპი | ვიდეო ანალიზი |
რეჟისორი | რიში კანერია |
მონტაჟი | რიში კანერია |
სტუდია | Ragang Cinema |
პრემიერა | 15 აგვისტო, 2016 |
ხანგრძლივობა | 14:30 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://vimeo.com/178823364 Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო
- ↑ http://www.amoonshapedpool.com/ A Moon Shaped Pool