Procol Harum — ინგლისური როკ-ჯგუფ Procol Harum-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. გამოიცა 1967 წლის სექტემბერში, ლეიბლ Regal Zonophone-ზე, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა წარმატებას მიაღწია სინგლით „A Whiter Shade of Pale“. ეს სიმღერა არ არის შეტანილი ალბომის ორიგინალურ გამოცემაში, მაგრამ მოხვდა მის აშშ-ის ვერსიაში.

Procol Harum
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი სექტემბერი 1967
ჩაიწერა ივნისი, 1967
სტუდია Olympic Studios, ლონდონი, ინგლისი
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 35:05
ლეიბლი Regal Zonophone
პროდიუსერი დენი კორდელი
Procol Harum — ქრონოლოგია
Procol Harum
(1967)
Shine On Brightly
(1968)

ყველა სიმღერის ავტორებად თავდაპირველად მითითებულები იყვნენ გერი ბრუკერი (მუსიკა) და კით რაიდი (ტექსტი), ხოლო „Repent Walpurgis“-ის ავტორად მითითებული იყო მეთიუ ფიშერი (კომპოზიციაში გამოიყენება ფრანგი ორგანისტ შარლ-მარი ვიდორის და ბახის ნაწარმოებების ინტერპრეტაციები). 2005 წელს ფიშერმა უჩივლა[1] ბრუკერს და მის გამომცემელს, ამტკიცებდა რა, რომ „A Whiter Shade of Pale“-ის ავტორი თავად იყო. 2009 წლის 30 ივლისს მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. 2006 წელს სხვა სასამართლომაც განაჩენი მის სასიკეთოდ გამოიტანა და მიანიჭა თანაავტორობის უფლება. 2008 წელს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება და ფიშერი მხოლოდ თანაავტორად დატოვა, საავტორო ჰონორარის მიღების უფლების გარეშე. სააპელაციო სასამართლო ამტკიცებდა, რომ ფიშერი ძალიან დიდი ხანი ელოდა სარჩელის შეტანას. თუმცა, ლორდთა პალატამ განაცხადა, რომ ასეთ საქმეებში არ არსებობდა განსაზღვრული ვადები. ლორდი დევიდ ნოიბერგერი, ებოტსბერიდან, აცხადებდა: „ფიშერის წვლილი იყო მნიშვნელოვანი და, განსაკუთრებით პირველი რვა ტაქტი ნაშრომის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს...“.[2][3]

Procol Harum-ის სიმღერების ტექსტების ავტორი კით რაიდი Songfacts-თან საუბარში ამბობს, რომ „Conquistador“-ის მუსიკა დაიწერა ტექსტამდე. იგი ამატებს, რომ ეს იყო გამონაკლისი, ვინაიდან ჯგუფის სიმღერებში 100-დან 99-ისთვის ჯერ ტექსტი იწერებოდა, შემდეგ კი — მუსიკა.[4]

სიმღერა „Salad Days (Are Here Again)“ მითითებულია, როგორც კომპოზიცია ფილმიდან „გაყრა“

გამოცემა

რედაქტირება

Procol Harum გამოვიდა 1967 წლის სექტემბერში. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალარხიან მაგნიტოფონზე იწერებოდა, თავდაპირველად ბრიტანეთში გამოვიდა მონო ვერსია, ხოლო აშშ-ში - სტერეო ჩანაწერი, მიღებული მონოს გამრავლებით და არხებს შორის გადანაწილებით. მიუხედავად ხანგრძლივი ძიებისა, მრავალარხიანი ვერსია არ იქნა აღმოჩენილი. ამრიგად, ორიგინალური 10 სიმღერის სტერეო მიქსის მიღება შეუძლებელია. თუმცა, სხვადასხვა ალტერნატიული დუბლი, ნამდვილი სტერეო ჟღერადობით, შეტანილია CD-ში.

ალბომი რამდენიმეჯერ გამოიცა ხელახალი სახით. ასეთ გამოცემებს შორის აღსანიშნავია Procol Harum...Plus!, 1998 წლის CD კომპილაცია, ლეიბლზე Westside, ყველა სიმღერით Deram-ის და Regal Zonophone-ის ვერსიებიდან. ამას ემატება „Homburg“, ჯგუფის მეორე სინგლი და ამ პერიოდის ცხრა დამატებითი სიმღერა. 2003 წელს Classic Records-მა გამოსცა მონო გრამფირფიტა, სიმღერების განსხვავებული სიით. „Homburg“ იყო ამ სიაში რიგით პირველი, ხოლო „A Whiter Shade of Pale“ და „Good Captain Clack“ საერთოდ ამოიღეს. გამოცემას ახლავს „A Whiter Shade of Pale“-ის დამატებითი სინგლები მონო და ალტერნატიულ სტერეო ვერსიებში.

2009 წელს Salvo Records-მა გამოსცა ალბომის რემასტერი, რომელიც ეფუძნება ორიგინალურ მონო ფირებს. გამოცემას ახლავს „A Whiter Shade of Pale“, „Homburg“, b-მხარეები და ალტერნატიული სტერეო დუბლები. თუმცა, ზოგიერთი მათგანი განსხვავებულ სიჩქარეზე სრულდება. 2015 წელს გამოცემული Cherry Red Records-ის რემასტერი წარმოადგენს ორდისკიან გამოცემას.

შეფასება

რედაქტირება
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic     [5]
Classic Rock7/10[6]
Crawdaddy!(კეთილგანწყობილი)[7]
MusicHound3.5/5[8]

ალბომის რეტროსპექტულ მიმოხილვაში ბრიუს ედერი (AllMusic) წერს: „აქ ყველაფერი არ არის რიგში, მაგრამ უკეთესია, ვიდრე ფსიქოდელიური ან პროგრესული როკის ბევრი სხვა ნიმუში.“

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — გერი ბრუკერი და კით რაიდი, გარდა მითითებულისა..

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Conquistador“2:42
2.„She Wandered Through the Garden Fence“ (გამოცემულია ამ კომპოზიციის მეორე ვერსიაც, ხმის კლების გარეშე)3:29
3.„Something Following Me“3:40
4.„Mabel“1:55
5.„Cerdes (Outside the Gates Of)“5:07
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„A Christmas Camel“ 4:54
2.„Kaleidoscope“ 2:57
3.„Salad Days (Are Here Again)“ (ფილმიდან „გაყრა“) 3:44
4.„Good Captain Clack“ 1:32
5.„Repent Walpurgis“მეთიუ ფიშერი5:05

აშშ გამოცემა

რედაქტირება
მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„A Whiter Shade of Pale“ბრუკერი, ფიშერი, რაიდი4:04
2.„She Wandered Through the Garden Fence“ 3:18
3.„Something Following Me“ 3:37
4.„Mabel“ 1:50
5.„Cerdes (Outside the Gates Of)“ 5:04
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„A Christmas Camel“ 4:48
2.„Conquistador“ 2:38
3.„Kaleidoscope/Salad Days (Are Here Again)“ 6:31
4.„Repent Walpurgis“ფიშერი5:05
გერმანული გამოცემა

მნიშვნელობა

რედაქტირება

ალბომი შეტანილია Classic Rock-ის სიაში „50 ალბომი, რომელმაც შექმნა პროგ როკი“.[9] Procol Harum აგრეთვე შეტანილია Rolling Stone-ის 1967 წლის 40 რჩეული ალბომის სიაში.[10]

პერსონალი

რედაქტირება
Procol Harum
დამატებითი პერსონალი
ტექნიკური პერსონალი
  • საიმონ პლაცი - აღმასრულებელი პროდიუსერი (Fly Records)
  • ედი ოფორდი, ფრენკ ოუენი, ჯერალდ ჩევინი, კით გრანტი, ლოურენს ბერიჯი - ხმის ინჟინერები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Patel, Pravina (26 June 2005). „Let Me Have My Writer's Share of Pale“. The Mail on Sunday. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  2. Classic 1960s Song's Organist Wins Royalties Battle – CNN.com (30 July 2009). ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  3. House of Lords – Fisher (Original Respondent and Cross-Appellant) v Brooker and Others (Original Appellants and Cross-Respondents). ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  4. Conquistador by Procol Harum Songfacts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 27 December 2014.
  5. Eder, Bruce. Procol Harum – Procol Harum : სიმღერები, მიმოხილვები, ავტორობა, ჯილდოები. AllMusic. ციტირების თარიღი: 15 July 2012.
  6. Hughes, Rob (August 2015). „Procul Harum Reissues“. Classic Rock. pp. 104–05.
  7. Williams, Paul (September 1967). „[Procol Harum review]“. Crawdaddy! (12).
  8. Graff, Gary; Durchholz, Daniel (eds) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 902. ISBN 1-57859-061-2. 
  9. Classic Rock-ის სტატია“. Classic Rock (146). July 2010.
  10. კრისტგოუ, რობერტ; ფრაიკი, დევიდ (12 July 2007). „The 40 Essential Albums of 2007“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 10 March 2015.