Pop Idol
Pop Idol — ბრიტანული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომლის ავტორია საიმონ ფულერი. გადაიცემოდა ტელეკომპანია ITV-ზე 2001-2003 წლებში. შოუს კონკურსანტები იყვნენ ახალგაზრდა პოპის ჟანრის მომღერლები.
Pop Idol | |
---|---|
ჟანრი | რეალითი შოუ |
ავტორი | საიმონ ფულერი |
წამყვანი |
ენტონი მაკ-პარტლინი დეკლენ დონელი |
ჟიური |
ნიკი ჩეპმენი საიმონ კოუელი ნილ ფოქსი პიტ უოტერმენი |
კომპოზიტორ(ებ)ი |
კეიტი დენაისი ჯულიან ჯაინჯელი ბერი სტოუნი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
სეზონი | 2 |
სერია | 46 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
საიმონ ფულერი ნაიჯელ ლითგო რიჩარდ ჰოლოუეი კენ უორვიკი |
ადგილ(ებ)ი |
Criterion Theatre (თეატრის რაუნდები) Teddington Studios (ჰიტები) The Fountain Studios (ფინალები) |
ხანგრძლივობა | 60–165 წთ (რეკლამებით) |
კომპანია |
Thames Television 19 Entertainment |
დისტრიბუტორი | Fremantle |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | ITV |
ჩვენების ფორმატი | 16:9 |
ეთერში | 6 ოქტომბერი, 2001 — 20 დეკემბერი, 2003 |
დაკავშირებული შოუები | Pop Idol Extra |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
მას შემდეგ უამრავ ქვეყანაში შეიქმნა მისი ანალოგები, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიაში, ლიბანში, ინდონეზიაში, კანადაში, ინდოეთში, პაკისტანში, შვედეთში, პორტუგალიაში, ბრაზილიაში, საქართველოში და ა.შ.
შოუს მხოლოდ ორი სეზონი გავიდა ეთერში — პირველი 2001-2002 წლებში და მეორე — 2003 წელს. Pop Idol 2004 წელს The X Factor -მა ჩაანაცვლა.
ფორმატი
რედაქტირებაროგორც ერთ-ერთმა პოპულარულმა ბრიტანულმა სატელევიზიო ფორმატმა, Pop Idol-მა შექმნა პრემიუმ-ფასად ღირებული ტელემაყურებლის ინტერაქტივაციის ვრცელი გამოყენება: ტელემაყურებლები ხმას აძლევდნენ ტელეფონით, ასევე ისინი ხმას აძლევდნენ მობილურ ტელეფონებში SMS-ების წერით და ციფრულ ტელევიზიაზე და ოფიციალურ ვებსაიტზე წითელი ღილაკის დაჭერით, რომლებიც მეორე სეზონში დაემატა. პირველი სეზონის ფინალში, რომელიც გაიმართა 2002 წლის 9 თებერვალს, იყო ძალიან ბევრი ხმები, რის გამოც შოუ ერთ-ერთი გახდა ITV-ის პოპულარულ ტელეპროგრამებს შორის. დამატება შოუმ ITV2-ზე, Pop Idol Extra-მ, რომლის წამყვანი კეიტ თორნთონი იყო, ასევე შექმნა მობილური ტელეფონის SMS-ების ვრცელი გამოყენება, რათა ამაღლებულიყო დამატებითი შემოსავალი. პირველ სეზონში იყო ძალიან ბევრი ხმები ტელეფონიდან და ინტერნეტიდან.
დამატება შოუ ეთერში გადიოდა კასტინგების შემდეგ, სადაც მომღერლები მღეროდნენ, სანამ მათ ოთხი ჟიური შეაფასებდა. კასტინგები ტარდებოდა გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ადგილზე. წარმატებული მომღერლების მიღმა, არაწარმატებული მომღერლების კასტინგებსაც უშვებდნენ ეთერში. არაწარმატებული მომღერლები ჟიურისგან ცუდ შეფასებებს იღებდნენ, განსაკუთრებით საიმონ კოუელისგან (რომლის გამო ის ცნობილი გახდა American Idol-ზე). ჟიურის შეფასებები ზოგს არ მოსწონდა, დანარჩენებს სასაცილოდ ეჩვენებოდათ. ჟიურის შეფასებების გამო შოუს ბევრი მტერი გამოუჩნდა, მათ შორის Take That-ის მენეჯერი ნაიჯელ მარტინ სმითი.
როცა კასტინგები სრულდებოდა, შოუ გადადიოდა Criterion Theatre-ში, სადაც ჟიური ადგენდა 50 მომღერლისგან შედგენილ ჯგუფს. ეს იყო უკანასკნელი რაუნდი, სადაც ჟიურს მომღერლების კონტროლი შეეძლო.
შოუს მესამე რაუნდი ტარდებოდა კონვენციონალურ სატელევიზიო სტუდიაში. 50 მომღერალი ხუთ ჯგუფად იყოფოდა, თითოეულში ათი მომღერალი იყო. თითო მომღერალი ჟიურის წინაშე ერთ სიმღერას მღეროდა, ასევე უკრავდა პიანინოც. თითო ჟიური თავის ოპონენტს სთავაზობდა, და ბოლოს მაყურებლის ხმებიც ირკვეოდა. თითო ჯგუფიდან ლაივ შოუებში ორი მომღერალი გადადიოდა. მეორე სეზონში დაემატა ვაილდქარდ რაუნდი, რომელიც პირველად American Idol-ში გამოჩნდა. ლაივ შოუებში მოსახვედრად ერთ მომღერალს ხალხი ირჩევდა, ხოლო მეორეს - ჟიური.
ბოლო რაუნდზე, შოუ გადადიოდა უფრო დიდ სატელევიზიო სტუდიაში, სადაც მომღერალი დიდ სცენაზე მღეროდა. ასევე მღეროდნენ უკანა მომღერლები და უკრავდა ბენდი. თითო ლაივ შოუს თავისი თემა ჰქონდა და მომღერლები თემასთან დაკავშირებულ სიმღერებს მღეროდნენ. ჟიური მომღერალს ისევ აძლევდა შეფასებას, მაგრამ შედეგებს ხალხი წყვეტდა თავიანთი ხმებით. ვინც ყველაზე ცოტა ხმას იღებდა, შოუს ეთიშებოდა. დანარჩენები აგრძელებდნენ შოუში მონაწილეობას, სანამ გამარჯვებულს გამოავლენდნენ.
სერიების მიმოხილვა
რედაქტირებაN | პრემიერა | ფინალი | გამარჯვებული | მეორე ადგილოსანი | წამყვანები | ჟიური | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 6 ოქტომბერი, 2001 | 9 თებერვალი, 2002 | უილ იანგი | გარეტ გეიტსი | ენტონი მაკ-პარტლინი | დეკლენ დონელი | საიმონ კოუელი | ნილ ფოქსი | ნიკი ჩეპმენი | პიტ უოტერმენი |
2 | 13 სექტემბერი, 2003 | 20 დეკემბერი, 2003 | მიშელ მაკ-მანუსი | მარკ როდესი |