კენტჩლიქოსნები

(გადამისამართდა გვერდიდან Perissodactyla)

კენტჩლიქოსნები (ლათ. Perissodactyla), ძუძუმწოვრების რიგი. ტანად დიდი, იშვიათად საშუალო ზომის ცხოველებია. კიდურების მთავარი ღერძი ყოველთვის მე-3 თითზე გადის, რომელიც სხვებზე მეტადაა განვითარებული და სხეულის ძირითად საყრდენს წარმოადგენს. თითის ბოლო ფალანგები ჩლიქიტაა დაფარული. აქვთ ზედა საჭმელი კბილები, მარტივი კუჭი, ბარძაყის ძვალზე მე-3 ციბრუტი (წყვილჩლიქოსანტაგან განსხვავებით). ლავიწი და ნაღვლის ბუშტი არ გააჩნიათ, გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ უდაბნოში, ტყე-ველზე და სხვა. ცხოვრობონ ერთეულებად, ზოგჯერ მცირე ჯგუფებსაც ქმნიან. სწრაფად დარბიან, იკვებებიან მცენარეულობით. განგური - წელიწადში 2-ჯერ. პოლიგამიური ცხოველებია. შობენ კარგად განვითარებულ 1 ნაშიერს. ცნობილია თანამედროვე კენტჩლიქოსნების 3 ოჯახი: ცხენისებრნი, მარტორქისებრნი და ტაპირისებრნი. კენტჩლიქოსნების მოშინაურებული ფორმები (ცხენი, ვირი) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. სარეწაო ცხოველებია. ყველგან იცავენ.

კენტჩლიქოსნები
ცხენი
ცხენი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ლათინური სახელი
Perissodactyla

ლიტერატურა

რედაქტირება