Pearson plc
Pearson PLC (ზოგჯერ ქართული ასოებით: პირსონი) — ბრიტანული ტრანსნაციონალური საგამომცემლო და საგანმანათლებლო კომპანია, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. ის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო მასალებსა და სერვისებს ქმნის ინსტიტუციების, სამთავრობო და ინდივიდუალური სწავლებისათვის.[2][3] კომპანია ქმნის ტესტებს, სასწავლო მეთოდებს, შეფასების სისტემებს და სხვა არაერთ სასწავლო სერვისს, მათ შორის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებს, საგანმანათლებლო კომპიუტერულ პროგრამებსა და მისთ. Pearson-ი ასევე ფლობს და მართავს სკოლებს.
დარგი | განათლება |
---|---|
დაფუძნდა | 1844 , სამუელ პირსონის მიერ, ლონდონში ( დიდი ბრიტანეთი) |
დამაარსებელი | სამუელ პირსონი |
პროდუქცია | სასწავლო და ბეჭდვითი რესურსები (გაზეთები, წიგნები, ჟურნალები და ა.შ.) |
შემოსავალი | £4 513 მილიონი (2017)[1] |
მთლიანი შემოსავალი | £451 მილიონი (2017)[1] |
სუფთა მოგება | £408 მილიონი (2017)[1] |
თანამშრომელი |
სიდნი ტაურელი (თავმჯდომარე) ჯონ ფალონი (აღმასრულებელი დირექტორი) |
საიტი | pearson.com |
კომპანიის შესახებ
რედაქტირებაკომპანია 1844 წელს სამუელ პირსონმა დააარსა. ის 2015 წლამდე ფლობდა გაზეთს „The Financial times“, რომელიც აღნიშნულ წელს Nikkie-ს მიყიდა, თავად კი სტრატეგია შეცვალა და მთლიანად განათლებაზე ფოკუსირდა. განათლება დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის მთავარი მიმართულება იყო: პირსონი არის სახელმძღვანელოების და მასთან დაკავშირებული მასალების მსოფლიოს საუკეთესო გამომცემელი. [4] კომპანია სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიონალებს საგანმანათლებლო მასალებით უზრუნველყოფს. ამის გარდა, პირსონი ფლობს Penguin Random House-ის, ერთ-ერთი ცნობილი გამომცემლის 47%-იან წილს. ეს წილი მისი შემოსავლების 15%-ის მომტანია.
Pearson PLC დღეისათვის 28 კომპანიას ფლობს. მათ შორისაა Integrated Analytics LLC, Multi Holding, GlobalEnglish, Global Education & Technology Group, Pearson eCollege და სხვა.
2015 წელს კომპანია მუშაობდა ბრენდის დიზაინის სააგენტოსთან, Together Design-თან, რომ ერთობლივი ძალებით შეექმნათ კომპანიის ლოგო. ახალი ლოგო არის კითხვისა და ძახილის ნიშნების ისეთი კომბინაცია, რომ შეიქმნას ინგლისური ასო „P“.
საქმიანობა
რედაქტირებაPearson-ის საქმიანობა სამ ძირითად სეგმენტად იყოფა:[4]
- ჩრდილოეთ ამერიკა, რომელზეც შემოსავლების ⅔ ნაწილი მოდის, მოიცავს სკოლებს, უმაღლეს განათლებას და პროფესიონალურ ბიზნესებს აშშ-ში და კანადაში
- ე.წ. Core School, რომელიც მოიცავს სკოლებს, უმაღლესებს და ჩამოყალიბებულ ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და იტალიაში
- მზარდი სკოლა, რომელიც ფოკუსირდება სწრაფად მზარდ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა.
კომპანია უშვებს სახელმძღვანელოებს ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორებიცაა BTEC, Bug Club, Fronter, GradPoint, Schoolnet და SuccessNet. დიდ ბრიტანეთში პირსონი იყენებს საგამოცდო საშუალება Edexcel-ს, რომელიც უშუალოდ დიდ ბრიტანეთში გამოიყენება.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pearson plc Official website (ინგლისური)
- Pearson plc - კუთვნილი კომპანიები მონაცემთა ბაზაში OpenCorporates (ინგლისური)
- List of Pearson-owned companies დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine. from the Columbia Journalism Review (ინგლისური)
- Mary H. Munroe. (2004)Pearson Timeline. The Academic Publishing Industry: A Story of Merger and Acquisition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2014. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Preliminary Results 2017 (PDF). ციტირების თარიღი: 11 March 2018.
- ↑ „The World's 54 Largest Publishers, 2017“. Publisher's Weekly. 2017-08-25. ციტირების თარიღი: 2017-11-29.
- ↑ „Private equity to buy Pearson's IDC for $3.4 billion“. Reuters. 4 May 2010. ციტირების თარიღი: 18 August 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 „ბლუმბერგის ოფიციალური საიტი“. ციტირების თარიღი: 2018-12-29. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)