ონდატრა

(გადამისამართდა გვერდიდან Ondatra zibethicus)

ონდატრა (ლათ. Ondatra zibethicus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ. მასა 1,5 კგ. აღწევს. აქვს გვერდებიდან შებრტყელებული ქერცლოვანი კუდი. უკანა კიდურებზე თითებს შორის საცურაო აპკი მთლიანი არ არის. გამრავლების პერიოდში მამლის საზარდულის ჯირკვლები გამოყოფენ მუშკის შემცველ სეკრეტს. ონდატრა ბინადრობს ჩრდილოეთი ამერიკის წყალსატევებისა და ჭაობების სანაპიროებზე. ევროპაში შემოყვანილია (ყოფილ სსრკ-ში 1927 წლიდან), შემდეგ განსახლდა მთელ ევრაზიაში. ნახევრად წყლის ცხოველია. იკვებება მცენარეებით და ცხოველებით. მაკეობის ხანგრძლივოდა 25 დღეა, შობს 7-8 ნაშიერს. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ტყავს, ზოგჯერ ხორსაც). ზოგჯერ აზიანებს სარწყავ სისტემას, ჯებირებსა და კაშხალებს. ტულარემიისა და პარატიფის გამომწვევების ბუნებრივი მატარებელია.

ონდატრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
სახეობა:  ონდატრა
ლათინური სახელი
Ondatra zibethicus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 15324
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება