NGC 7635

ემისიური ნისლეული

NGC 7635, აგრეთვე ცნობილი როგორც ბუშტის ნისლეული, Sharpless 162 ან Caldwell 11 — H II რეგიონის ემისიური ნისლეული კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით. მდებარეობს ღია ვარსკვლავთგროვა მესიე 52-თან ახლოს. „ბუშტს“, 8.7 ვარსკვლავიერი სიდიდის მქონე მასიური, ახალგაზრდა ვარსკვლავის — SAO 20575 (BD+60°2522)-ის ვარსკვლავური ქარი წარმოქმნის. ნისლეული იმ გიგანტურ მოლეკულურ ღრუბელთან ახლოსაა, რომელიც მის გაფართოებას მოიცავს. ობიექტი 1787 წელს, უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა[1]. მიჩნეულია, რომ BD+60°2522-ის მასა, 44-ჯერ აღემატება მზის მასას.

NGC 7635.გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით.

მოყვარულთა დაკვირვებები

რედაქტირება

8 ან 10 ინჩიანი (250 მმ) ტელესკოპით, ნისლეული ხილვადია, თუმცა, როგორც უკიდურესად მკრთალი და დიდი გარსი ვარსკვლავის გარშემო, ხოლო 16-18 ინჩიანი (460 მმ) ტელესკოპით, შესაძლებელია იმის შემჩნევა, რომ ნისლეულს უსწორმასწორო, წაგრძელებული ფორმა აქვს.

NGC 7635, ახალი საერთო კატალოგის სიაშია შეტანილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. NGC-IC Project Database. ციტირების თარიღი: 2008-12-15.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NGC_7635&oldid=3584074“-დან