მოლეკულური ღრუბელი
ვარსკვალვთშორისი ღრუბლის ტიპი
მოლეკულური ღრუბელი — ვარსკვლავთშორისი ღრუბლის ტიპი, იმ სიმკვრივის და ზომის, რომელიც მოლეკულების წარმოქმნის საშუალებას იძლევა, უმეტესად მოლეკულური წყალბადისა (H2). მას ვარსკვლავურ ინკუბატორსაც უწოდებენ, თუ მასში ვარსკვლავების ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ეს კონტრასტულია ვარსკვლავთშორისი სივრცის იმ სხვა ადგილებისა, რომლებიც უმეტესად იონიზირებულ გაზს შეიცავს.
მოლეკულური წყალბადის დაფიქსირება ინფრაწითელი და რადიო დაკვირვებებით რთულია, ამიტომ H2-ის არსებობისათვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოლეკულა არის ნახშირჟანგი (CO). მეცნიერთა ვარაუდით, ფარდობა CO-ს სიკაშკაშესა და H2-ის მასას შორის მუდმივი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიზეზები, რომ ეს მოსაზრება ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული სხვა გალაქტიკების დაკვირვებების შედეგად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Craig Kulesa. Overview: Molecular Astrophysics and Star Formation. Research Projects. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 19, 2012. ციტირების თარიღი: September 7, 2005.