NGC 2207 და IC 2163

შეჯახების პროცესში მყოფი სპირალური გალაქტიკის წყვილი

NGC 2207 და IC 2163შეჯახების პროცესში მყოფი სპირალური გალაქტიკის წყვილი დედამიწიდან 80 მილიონი სინათლის წლის მანძილზე,[2] დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ორივე გალაქტიკა 1835 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა აღმოაჩინა. უფრო დიდი სპირალი, NGC 2207 კლასიფიცირებულია როგორც საშუალო ზომის სპირალური გალაქტიკა, ცენტრალური ნაწილის გარშემო განვითარებული სუსტი რგოლებით. შედარებოთ პატარა კომპანიონი სპირალი, IC 2163 კი კლასიფიცირებულია ცენტრალური ნაწილის მქონე გალაქტიკად, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტი შიდა რგოლები და წაგრძელებული სპირალური მკლავები, რომლებიც უფრო დიდი კომპანიონი გალაქტიკის გრავიტაციული ძალის გავლენითა არიან გამოწეულნი. ორივე გალაქტიკა დიდი რაოდენობით გაზსა და მტვერს შეიცავს და როგორც ინფრაწითელ ფოტოებზე ჩანს, აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები. გარდა ამისა, NGC 2207-ში დაფიქსირებულია ოთხი სუპერნოვაც:

  • Ia SN 1975a ტიპი 1975 წლის იანვარში[3]
  • Ib SN 1999ec ტიპი 1999 წლის ოქტომბერში[4]
  • Ib SN 2003H ტიპი აღმოჩენილია ამ ორი გალაქტიკის შუა მონაკვეთზე[5]
  • II ტიპის სუპერნოვა SN 2013ai 2013 წლის მარტში[6]
NGC 2207 / IC 2163
გალაქტიკა
NGC 2207 / IC 2163
NGC 2207 / IC 2163
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენი ჯონ ჰერშელი
აღმოჩენის თარიღი 1835
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000)
თანავარსკვლავედი დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა 06სთ 16წთ 22.0წმ[1]
დახრილობა −21° 22′ 22″
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV 12,2
მახასიათებლები
მანძილი 81 მილიონი სინ. წელი
[2]
რადიუსი სინ. წელი

NGC 2207 გრავიტაციული გაძარცვის პროცესში იმყოფება IC 2163-ის მიერ.

შერწყმული გალაქტიკები რედაქტირება

NGC 2207 იმყოფება IC 2163-თან შეჯახებისა და შერწყმის პროცესში. თუმცა, ანტენისა და თაგვის გალაქტიკებისაგან განსხვავებით, ისინი ჯერ კიდევ ორ ცალ-ცალკე სპირალურ გალაქტიკებს წარმოადგენენ, იმყოფებიან შეჯახებისა და შერწყმის მხოლოდ პირველ ეტაპზე. შეჯახებიდან სულ მალე, ისინი სავარაუდოდ დაემსგავსებიან თაგვის გალაქტიკას. შერწყმის პროცესს დაახლოებით ერთი მილიარდი წელი დასჭირდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთი, ელიფსური ან დისკოსებრი გალაქტიკა.[7]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. NASA/IPAC Extragalactic Database. Results for NGC 2207 / IC 2163. ციტირების თარიღი: 2006-11-25.
  2. 2.0 2.1 Distance Results for NGC 2207. NASA/IPAC Extragalactic Database. ციტირების თარიღი: 2010-05-22.
  3. Kirshner, Robert P.; Arp, H.C.; Dunlap, J.R. (1976). „Observations of Supernovae - 1975a in NGC 2207 and 1975b in the Perseus Cluster“. Astrophysical Journal. 207 (1): 44–52. Bibcode:1976ApJ...207...44K. doi:10.1086/154465.
  4. Jha, S.; Garnavich, P.; Challis, P.; Kirshner, R.; et al. (1999). „Supernova 1999ec in NGC 2207“. IAUC. 7269: 2. Bibcode:1999IAUC.7269....2J.
  5. van den Bergh, Sidney; Li, Weidong; Filippenko, Alexei V. (2003). „Classifications of the Host Galaxies of Supernovae, Set II“. The Publications of the Astronomical Society of the Pacific. 115 (813): 1280–88. arXiv:astro-ph/0308195. Bibcode:2003PASP..115.1280V. doi:10.1086/379106.
  6. Conseil, E.; Fraser, M.; Inserra, C.; Walton, N.; et al. (2013). „Supernova 2013ai in NGC 2207 = Psn J06161835-2122329“. Central Bureau Electronic Telegrams (3431): 1. Bibcode:2013CBET.3431....1C.
  7. Junko Ueda; et al. „Cold molecular gas in merger remnants. I. Formation of molecular gas disks“. The Astrophysical Journal Supplement Series. 214 (1). arXiv:1407.6873. Bibcode:2014ApJS..214....1U. doi:10.1088/0067-0049/214/1/1.