Music and Me (მაიკლ ჯექსონის ალბომი)

(გადამისამართდა გვერდიდან Music & Me)

Music and Meამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წელს, ლეიბლზე Motown.

Music and Me
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 13 აპრილი, 1973
ჩაიწერა 1972-1973
ჟანრი სოული
რითმ ენდ ბლუზი
პოპ-მუსიკა
პოპ-როკი
ხანგრძლივობა 31:51
ლეიბლი Motown
პროდიუსერი ჰოლ დეივისი
მაიკლ ჯექსონი — ქრონოლოგია
Ben
(1972)
Music and Me
(1973)
Forever, Michael
(1975)
სინგლები ალბომიდან Music & Me
  1. „With a Child's Heart“
    გამოცემის თარიღი: 5 მაისი, 1973
  2. „Happy“
    გამოცემის თარიღი: 10 ივლისი, 1973
  3. „Music and Me“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი, 1973
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]

დისკი ჩაწერილი იქნა იმ პერიოდში, როდესაც მოზარდობის ასაკში მაიკლის ხმა იცვლებოდა. ასევე იცვლებოდა მისი სიმღერების მუსიკალური სტილიც. მარვინ გეისა და სტივი უანდერის გავლენით მაიკლმა გადაწყვიტა, რომ საკუთარ მასალას შექმნის, მაგრამ ლეიბლმა არ მისცა საშუალება, საკუთარი მასალა წარმოედგინა.

მიუხედავად იმისა, რომ გარეკანზე მაიკლი გამოსახულია გიტარით ხელში, მას არც ერთ ინსტრუმენტზე ალბომის ჩაწერის დროს არ დაუკრავს.

ალბომის პრომოუშენი მწირი იყო, რადგან მაიკლი მოგზაურობდა ძმებთან, ჯგუფის The Jackson 5 ტურნეთი. ამასთან, ალბომიდან გამოიცა ერთი სინგლი, „With a Child's Heart“. შემდეგი ალბომი, Forever, Michael, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოვიდა.

სიმღერების სია რედაქტირება

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„With a Child's Heart“ბეისმორი, კოსბი, მოი3:29
2.„Up Again“პერენი, იარიანი2:50
3.„All the Things You Are“ჰამერსტეინი, კერნი2:59
4.„Happy“ლეგრანი, რობინსონი3:25
5.„Too Young“სიდნი ლიპმენი, სილვია დი3:38
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
6.„Doggin' Around“ლენა ეგრი2:52
7.„Johnny Raven“ბილი პეიჯი3:33
8.„Euphoria“უეირი, ჰილიარდი2:50
9.„Morning Glow“შვარცი3:37
10.„Music and Me“კენონი, ფენსეტონი, ლარსონი, მარსელინო2:38

კომპილაციური ალბომი რედაქტირება

Music & Me აგრეთვე იყო ჯექსონის კომპილაციური ალბომი, რომელიც იმავე სახელწოდებით 1990-იანებში Motown Records-ზე გამოიცა. 1982 წელს იგი პირველად გამოვიდა, როგორც Motown Legends: Michael Jackson, გრამფირფიტაზე, ხოლო 1985 წელს - აშშ-ში (ასევე გრამფირფიტის სახით). კომპილაციაში შეტანილია სიმღერები 1973 წლის ალბომიდან (Doggin' Around-ის გარდა) და რამდენიმე სხვა მაიკლის სხვა ალბომებიდან. CD აშშ-ში არ გამოსულა, მაგრამ ვრცელდებოდა იმპორტირებული დისკის სახით.

სიმღერების სია რედაქტირება

  1. Rockin' Robin (ალბომიდან Got to Be There)
  2. Johnny Raven
  3. Shoo-Be-Doo-Be-Doo-Da-Day (ალბომიდან Ben)
  4. Happy
  5. Too Young
  6. Up Again
  7. With a Child's Heart
  8. Ain't No Sunshine (ალბომიდან Got to Be There)
  9. Euphoria
  10. Morning Glow
  11. Music and Me
  12. All the Things You Are (მითითებულია როგორც All the Things You Are, Are Mine)
  13. Cinderella Stay Awhile (ალბომიდან Forever, Michael)
  14. We've Got Forever (ალბომიდან Forever, Michael)

ჩარტები რედაქტირება

ჩარტი (1973) უმაღლესი
პოზიცია
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[2] 108
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[3] 92
აშშ-ის საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზური/ჰიპ-ჰოპ ალბომები (ბილბორდი)[4] 24

სქოლიო რედაქტირება