კეფალისებრნი
(გადამისამართდა გვერდიდან Mugilidae)
კეფალისებრნი (ლათ. Mugilidae) — თევზების ოჯახი კეფალისნაირთა რიგისა. აქვთ ფართო ქერცლით დაფარული წაგრძელებული 35-40 სმ, იშვიათად 70-90 სმ-მდე სიგრძის და 6-7 კგ-მდე სხეული, ძალიან წვრილი კბილები, პატარა პირი. ზურგზე 2 ფარფლი. ოჯახში 15 გვარის 100-ზე მეტი სახეობაა. ბინადრობენ უმთავრესად ტროპიკული და თბილი ზღვების სანაპირო მომლაშო წყალში. შავ ზღვაში ბინადრობს კეფალი (Mugil cephalus), ოქროსფერი კეფალი (Mugil auratus), მახვილცხვირა კეფალი (Mugil saliens) და სხვა. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე რაოდენობით ყველაზე მეტია კეფალი. კეფალისებრნი რეწვისა და სპორტის ჭერის ობიექტია.
კეფალისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კეფალი (Mugil cephalus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Mugilidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 479.