კეფალი

(გადამისამართდა გვერდიდან Mugil cephalus)

კეფალი (ლათ. Mugil cephalus) — თევზი კეფალისებრთა ოჯახისა. გვერდებზე 12 მურა ზოლი გასდევს. მისი სხეულის სიგრძეა 75 სმ, წონა 3,5 კგ-მდე. ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკულ ზღვებში. გავრცელებულია შავ ზღვაშიც. ზღვის ჯოგური და მოძრავი თევზია. შედის ზღვის გამტკნარებულ ნაწილებში, მათ შორის ლიმანებსა და ლაგუნებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-8 წლისა. ქვირითი პელაგიურია. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. სარეწაო თევზია. ლიმანური, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის პერსპექტიული ობიექტი. გემრიელი თევზია.

კეფალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mugil cephalus

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება